კაილი მინოუგმა 50 წლის იუბილე ლონდონში რესტორან Chiltern Firehouse-ში, მეგობრებთან ერთად აღნიშნა. დაბადების დღის წვეულებაზე იმყოფებოდნენ გაი პირსი და ჯეისონ დონოვანი, რომლებიც მინოუგთან ერთად მონაწილეობდნენ ცნობილ სერიალში „მეზობლები“. თავად მომღერალმა კი იუბილის აღნიშვნა სოციალური ქსელით დაიწყო და „ინსტაგრამზე“ შიშველი ფოტო გამოაქვეყნა, სადაც ის გიტარით პოზირებს: „ახალი ათწლეული იწყება. საოცრად ბედნიერი ვარ იმ შესაძლებლობებისთვის, რომელიც ცხოვრებამ მომცა“ – დაწერა კაილიმ.
კიდევ ერთი სიახლე კი კაილის ცხოვრებაში ახალი ბოიფრენდია. ცოტა ხნის წინ გაჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ავსტრალიელი ლამაზმანი ბრიტანული GQ-ს რედაქტორს, პოლ სოლომონს ხვდება. დაბადების დღეს სოლომონმა სოციალურ ქსელში ზუსტად ის ფოტოები გამოაქვეყნა, რაც კაილი მინოუგმა.
შეგახსენებთ, რომ კაილი საქმროს, 29 წლის მსახიობ ჯოშუა საას ცოტა ხნის წინ დაშორდა.