LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„50 წელს გადაცილებული ქალები საკუთარ თავს არ იცნობენ“ – ჯოდი ფოსტერი Elle-ს გარეკანზე

126
page

61 წლის მსახიობი, ჯოდი ფოსტერი Elle-ს გარეკანზე მოხვდა. ფოტოებში ჯოდი ბრწყინვალედ გამოიყურებოდა. „კრავთა დუმილის“ ვარსკვლავმა ინტერვიუში არაერთ საინტერესო თემაზე გაამახვილა ყურადღება.

„უამრავ ფილმში შემომთავაზეს როლი, თუმცა მე ეს აღარ მინდა, თანაც სცენარები გაუგებარი იყო. ადამიანებმა არ იციან, როგორ წერონ 50 წელს გადაცილებული ქალების შესახებ, ისევე როგორც თავად 50 წელს გადაცილებული ქალები არ იცნობენ საკუთარ თავს. 50-დან 60 წლამდე ძალიან ბევრ სირთულეს აწყდება ქალი, ის თითქოს კვლავ საკუთარი თავის ახალგაზრდულ ვერსიას ეპოტინება“, – აცხადებს მსახიობი.

60 წლის  ჯოდი ფოსტერი „ნამდვილი დეტექტივის” ახალ თრეილერში უჩვეულოდ შეცვლილი იმიჯით გამოჩნდა

,,კანის კინოფესტივალზე” საპატიო „ოქროს პალმის რტო“ წელს ჯოდი ფოსტერს გადაეცემა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები