LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

50-მდე საეჭვო რეინფიცირების შემთხვევა გამოვიკვლიეთ და 4-5 შემთხვევაში დადასტურდა: გამყრელიძე

96
გამყრელიძე კვლევა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებისთვის გამართულ ვებინარზე ქვეყანაში კორონავირუსით რეინფიცირების შემთხვევებზე ისაუბრა.

„ეს ძალიან რთული საკითხია. რადგან ზოგ შემთხვევაში სამწუხაროდ ავადმყოფის ყველა მონაცემის შენახვა არ ხდება და ძნელია, შედარების გაკეთება. გასული კვირის მონაცემს გეტყვით, ამ დროისთვის ქვეყანაში, ყველა პროტოკოლის გათვალისწინებით 50-მდე საეჭვო რეინფიცირების შემთხვევაზე ჩატარდა კლევა. 

ნამდვილი რეინფიცირება დადგინდა ოთხ თუ ხუთ შემთხვევაში, არ მინდა შემეშალოს, ზუსტად ვერ გეტყვით. 

კვლევები ახლაც მიმდინარეობს“. – განაცხადა გამყრელიძემ. 

კითხვაზე, რამდენად რთულად მიმდინარეობს რეინფიცირების შემთხვევები, გამყრელიძე პასუხობს:

„რეინფიცირების შემთხვევები მსუბუქად არ მიმდინარეობს “.

ამავე თემაზე:

საქართველოში 18 წლამდე მოსახლეობის აცრა ჯერჯერობით არ იგეგმება: ამირან გამყრელიძე

იმუნიზაციის პერიოდში გამოვლენილია 120-მდე საშუალო სიმძიმის გართულება: გამყრელიძე

ბოლო დროის ყველაზე აქტუალური კითხვა – როდის დავლევ ვაქცინაციის შემდეგ? – რას პასუხობს გამყრელიძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები