LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

50 ლარი შესაძლოა, ბანკნოტების ოსკარის მფლობელი გახდეს

1635

International Bank Note Society–ის რეიტინგში, რომელიც ბანკნოტების “ოსკარს” 2005 წლიდან აქვეყნებს, წელს უამრავ ვალუტას შორის, ქართული 50 ლარიანიც მოხვდა.

ქართული 50 ლარიანი, რომელიც ბანკნოტების ოსკარის ერთ–ერთი ნომინანტია, სავსეა შუასაუკუნეების ხატწერით – ასე აღწერს საერთაშორისო გამოცემა Bloomberg ქართულ ფულს და აქვე IBNS–ის პრეზიდენტის დენის ლუცმას კომენტარსაც აქვეყნებს:

” უფრო მეტად ყურადღებას ბანკნოტების ფერს აქცევენ. მათ მოსწონთ ვალუტაზე გამოსახული ყვავილები, ჩიტები და არა ხალხი”

 

ფოტოგრაფ ემილომბარდის ამ ფოტოს, Bloomberg-ზე ასეთი აღწერა აქვს:800x-1

საქართველო

50 ლარი

“ბანკნოტის წინა მხარეს თამარ მეფეა გამოსახული, რომელიც საქართველოს 1184 წლიდან 1213 წლამდე მართავდა, – ეს პერიოდი ცნობილია როგორც “საქართველოს ოქროს ხანა.” ბანკნოტი სავსეა შუა საუკუნეების ხატწერის ელემენტებით. ის გამოირჩევა ჰოლოგრაფიული ზოლით და მწვანე უსაფრთხოების ფუქსინით”, – წერს Bloomberg ქართული ლარის შეფასებისას.

800x-1

 

კონკურსში ასევე წარდგენილია შვეიცარიული 50 ფრანკის კუპიურა, ავსტრალიური 5-დოლარიანი კუპიურა, ბრიტანული 5 გირვანქა სტერლინგის კუპიურა, ახალი ზელანდიის 50-დოლარიანი კუპიურა, შოტლანდიის 5 გირვანქა სტერლინგის კუპიურა და მალდივის კუნძულების 1.000 რუფიას კუპიურა.

წლის ბანკნოტი 2017 წლის 31 იანვარს დაჯილდოვდება.

International Bank Note Society 1961 წელს დაარსდა იმ ადამიანების მიერ, რომლებიც ვალუტებს აგროვებენ და მათი დიზაინი აღაფრთოვანებთ. თავიდან ეს ჯგუფი არც დიდი იყო და არც გავლენიანი, თუმცა დროთა განმავლობაში აქ პროფესიონალმა ნუმიზმატებმა მოიყარეს თავი და ახლა ეს 5 მილიარდიანი ბიზნესია.

თამთა უთურგაშვილი