ამერიკელ საოპერო მომღერალს, „მეტროლოპლიტენ ოპერის“ სოლისტს თომას ჰემფსონს უკვე შეარქვეას ჩვენი დროის ბრწყინვალე ბარიტონი. მის ანგარიშზე 170-ზე მეტი ჩანაწერი და 50-მდე ჯილდოა.
თომას ჰემფსონის გზა წარმატებისკენ ჯერ კიდევ 70-იან წლებში იწყება, როდესაც ახალგაზრდა ვოკალისტი „ლოტა ლემანის“ სახელობის პრემიის გამარჯვებული ხდება.
ყველაზე დიდი პრაქტიკა თომასმა გერმანულ ოპერაში მუშაობით მიიღო, სადაც სამი წლის მანძილზე სხვადასხვა როლებზე იმუშავა.
80-იან წლებში თომასი, როგორც ლირიული ბარიტონი ,,ციურიხის საოპერო თაეტრის” წარმომადგენელი ხდება და ლონდონის უიგმორ-ჰოლში სოლო პროგრამით გამოდის.
90-იანი წლები ნამვილად გამორჩეულია მის შემოქმედებაში, რადგან თომას ჰემფსონი ყველა წამყვანი საოპერო წარმოდგენის მთავარი გმირი ხდება და 80-მდე როლს ირგებს.
2010 წელი კი „მეტროპოლიტენ ოპერის“ 120 წლის იუბილეზე ჰემფსონი პლასიდო დომინგოსთან ერთად „პარსიფალის“ ფინალურ ფრაგმენტებს ასრულებს.
2010 წელს ჰემფსონი მსოფლიოში პირველ საგანმანათლებლო ონლაინ-მასტერ კლასს ატარებს.
,,წინანდლის კლასიკური მუსიკის ფესტივალის” ფარგლებში „ჩვენი დროის ბრწყინვალე ბარიტონი“ ქართველი მსმენელის წინაშე 13 სექტემბერს წარსდგება.