LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„50 000 გაბრაზებული ადამიანი ნიშნავს რიგგარეშე არჩევნებს და ამ ძალის გამჩერებელი არავინაა – თუ რამის ეშინიათ ივანიშვილს და მის მონებს, ორგანიზებულობაა“ – ჯაფარიძე საზოგადოებას მიმართავს

45
ზურა ჯაფარიძე

„2 დღეში უკვე 400 ადამიანი შევიკრიბეთ, არ არის ცუდი შედეგი, მაგრამ ბევრად მეტნი ვართ ამ ბრძოლაში გამარჯვების ხაზი გადის რაოდენობაზე – ქუჩაში ადამიანების დიდ რაოდენობაზე“, – აღნიშნულის შესახებ პარტია „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე  Telegram არხზე შექმნილ არხზე წერს და საზოგადოებას მეტი აქტიურობისკენ მოუწოდებს.

როგორც ჯაფარიძე აღნიშნავს, მარტო ცვლილების სურვილი საკმარისი არაა, აუცილებელია მზაობა გამოხვიდე გარეთ.

„ბევრი თქვენგანი კითხულობს – რა შეიძლება გავაკეთო?

ჩვენ ვფიქრობთ პროტესტის სხვადასხვა ფორმებზე, მაგრამ მთავარი საქმე რაშიც შეგვიძლია ერთმანეთს დავეხმაროთ, არის რაც შეიძლება მეტი ადამიანის ჩართვა ამ პროტესტში.

ზურაბ ჯაფარიძე: არაფერს ბიძინა არ შეასრულებს. ძალაუფლებას ის არ დათმობს. უნდა წავართვათ

მე გთავაზობთ შემდეგ გზას – ყოველ კვირაში ვცადოთ 2 რამის გაკეთება:

1. კვირის განმავლობაში ვცადოთ მინიმუმ 1 ადამიანის დარწმუნება რომ პროტესტით რიგგარეშე არჩევნების მიღწევა არის ერთადერთი გამოსავალი

2. კვირაში ერთხელ შევიკრიბოთ ყველა, გავიცნოთ ერთმანეთი, ვნახოთ რამდენად გავიზარდეთ, ვილაპარაკოთ ყველაფერზე რაც გვაწუხებს და ერთმანეთს გავუზიაროთ არგუმენტები რომლებსაც ვიყენებთ გარშემო ადამიანების დარწმუნებისას

თუ ფიქრობთ რომ მარტივი გეგმაა, შეგიძლიათ გადათვალოთ. ყოველ კვირაში რაოდენობის გაორმაგება, ნიშნავს 7 კვირაში 50,000 ათას ადამიანს

50,000 დაორგანიზებული გაბრაზებული ადამიანი ნიშნავს რიგგარეშე არჩევნებს და ამ ძალის გამჩერებელი არავინაა

არანაირი მნიშვნელობა არ აქვს პარტიულ პრეფერენციებს ან მსოფლმხედველობას. არჩევანის უფლებას დავიბრუნებთ და თქვენი პრეფერენციების დრო მერე დადგება.

პირველ შეკრების დღედ ავიღოთ შემდეგი შაბათი. 17 სექტემბერს, 19.00 საათზე შევიკრიბოთ დედა ენის ბაღში, ირაკლი ჩარკვიანის მონუმენტთან.

17-მდე 8 დღეა. ამ 8 დღეში ყველამ ვცადოთ თუნდაც 1 ადამიანის დარწმუნება რომ ამ პროტესტის ნაწილი უნდა იყოს.

თუ ვერ შეძლებთ დარწმუნებას, იქნებ შეძლოთ დაარწმუნოთ რომ შეხვედრაზე წამოვიდეს და მე დამელაპარაკოს, მკითხოს ნებისმიერი რამ რაც აინტერესებს ან აწუხებს.

ვიცი, რომ არავის აქამდე აქ მსგავსი სახით ორგანიზება არ უცდია. მაგრამ უნდა ვცადოთ. თუ მოვინდომებთ და ხელებს არ ჩამოვუშვებთ, გამოგვივა.

თუ რამის ეშინიათ ივანიშვილს და მის მონებს, ჩვენი რაოდენობა და ორგანიზებულობაა. ეს გახსოვდეთ ყოველთვის.

და ბოლოს, კობახიძის ბრიფინგები, კვარაცხელიას თემა, იმ ოთხეულის წერილები, ისევე როგორც მანამდე ერეკლე მეორე და სხვა თემები, არის ჩვეულებრივი საინფორმაციო ბრძოლის ნაწილი, რომლის მიზანია გადაიტანონ თქვენი ყურადღება მთავარი მიზნიდან – ამათი ხელისუფლებიდან გაშვება – ნებისმიერ სხვა საკითხზე, ამაზე დაგახარჯვინონ დრო, ენერგია, ემოცია, რომ დაკარგოთ ფოკუსი.

ყველაფერზე იფიქრეთ, მაგრამ არ დაკარგოთ ფოკუსი. არ დაივიწყოთ რა არის მნიშვნელოვანი და რა მეორე ხარისხოვანი.

17 სექტემბერს, 19.00 საათზე, დედა ენის ბაღში, ირაკლი ჩარკვიანის მონუმენტთან გვექნება პირველი ტესტი. მინიმუმ +1 ადამიანი.“– წერს ზურაბ გირჩი ჯაფარიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები