LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

5 წუთი ხვიჩასთან: ნაპოლიმ კვარაცხელიასთან ინტერვიუ ჩაწერა – საქართველო ლამაზი ქვეყანაა

47
maxresdefault

„ნაპოლიმ“ ხვიჩა კვარაცხელიასთან ინტერვიუ ჩაწერა, რომლის ნახვა ამ კლუბის ფეისბუქ გვერდზეა შესაძლებელი. წაკითხვით კი აგერ წაიკითხავთ. თუმცა აგერ ჩვენც გთავაზობთ. ინტერვიუ ინგლისურ ენაზეა.

აი რა თქვა ხვიჩამ:

„პატარა რომ ვიყავი, სულ ფეხბურთს ვთამაშობდი. თამაში 8 წლის ასაკში დავიწყე, მხოლოდ ფეხბურთზე ვფიქრობდი.
მამაჩემი ცოტა ხნით აზერბაიჯანში თამაშობდა, იქაური ნაკრების ფეხბურთელიც იყო. მაგრამ მე იმიტომ კი არ ვთამაშობ, რადგან მამა ფეხბურთელი იყო, ეს ჩემი არჩევანია.

ფეხბურთი არ არის სამსახური, ეს ჩემი ყველაზე დიდი გატაცებაა. კალათბურთს მეგობრებთან ერთად ვთამაშობ, „გოლდენ სტეიტს“ ვგულშემატკივრობ და სტეფ კარი მომწონს. ჩოგბურთსაც ვთამაშობ“.

შვებულებისას საქართველოში მივდივარ, ოჯახთან რომ ვიყო. ორი ძმა მყავს, უფროსი და უმცროსი, ისიც ფეხბურთელია. მათთან და ჩემს მეგობრებთან ერთად თავს ბედნიერად ვგრძნობ. დროს ზღვასა და მთაში ვატარებ, უფრო მეტად მთაში, რადგან საქართველოში არის ლამაზი ადგილები, რომელთა ნახვაც ღირს.

ნეაპოლი? ბევრი მეუბნებოდა, რომ ძალიან ლამაზი ქალაქი იყო. ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ხალხს უყვარს ფეხბურთი. როცა ტაქსიში ჩავჯექი, მაშინვე მიცნეს. ხალხი „ნაპოლის“ დროშებით მიდიოდა.

აქ იმისთვის მოვედი, რომ გავიზარდო და ტიტულები მოვიგო. მე მინდა ჩემი ნაწილი გავაკეთო, გუნდს გამარჯვებაში დავეხმარო. ბევრს ვმუშაობთ, რომ სეზონის დასაწყისისთვის მზად ვიყოთ.

ნაკრებში ვიყავი ამხანაგურ მატჩებზე, აგენტმა დამირეკა და მითხრა, რომ შემოთავაზება იყო „ნაპოლიდან“. ის დიდი ხანი საუბრობდა კლუბთან, რადგან „ნაპოლი“ მსოფლიო დონის გუნდია.

ვიცი, რომ აქ მარადონამ ითამაშა და ეს შესანიშნავია. ბედნიერი ვარ და პატივია „ნაპოლიში“ ყოფნა, სადაც წარმოუდგენელი გულშემატკივრები არიან“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები