ევროპის ჩემპიონატზე გადამწყვეტი მატჩების დროა. დარჩა სულ სამი შეხვედრა ოთხი საუკეთესო გუნდის მონაწილეობით. როგორც ყოველთვის ხდება ხოლმე, რამდენიმე უიღბლოს მუდმივად უწევს გადამწყვეტი მატჩების გამოტოვება. ახლაც ასეა. გადავხედოთ ვარსკვლავებს, რომლებიც ნახევარფინალებში დაგვაკლდებიან.
გერმანიის ნაკრების საკვანძო მცველს მატს ჰუმელსს ზედმეტი ყვითელი ბარათები მოუგროვდა.
გერმანელმა ცენტრფორვარდმა მარიო გომესმა ტრამვა მიიღო (ასევე ტრამვირებულები არიან ხედირა და შვაინშტაიგერი, თუმცა შესაძლოა თამაში მაინც მოახერხონ)
უელსის ვარსკვლავმა აარონ რემსიმ ბელგიელებთან შეხვედრაში ხელით ითამაშა და მასაც ზედმეტი გაფრთხილებები მოუგროვდა.
უელსის ძირითადი მარცხენა მცველი ბენ დევისი ასევე გაფრთხილებების გამო გამოტოვებს ნახევარფინალს.
უელსის მეტოქე პორტუგალიას ყვითლების გამო ცენტრალური მცველი ვილიამ კარვალიო დააკლდება.