დრამატული ჟანრის სერიალები ყოველთვის ძალზედ პოპულარულია. მათ შორის არიან ისეთი შოუები, რომლის ნახვაც უბრალოდ აუცილებელია კინომანებისთვის. 8 იანვარს ლოს-ანჯელესში „ოქროს გლობუსის“ დაჯილდოების ცერემონია იმართება და 5 წარდგენილი სერიალიდან მხოლოდ 1 გახდება გამარჯვებული. წლის საუკეთესო დრამატული სერიალის გამოვლენამდე ჩვენ გირჩევთ, რომელი სერიალები უნდა ნახოთ.
HBO-ის ეს სუპერპოპულარული სერიალი 2011 წლიდან არ თმობს ლიდერის პოზიციას. სწორედ ამ დროს გავიდა ეთერში პოპულარული ისტორიული ტელეშოუს პირველი ნაწილი. IMBD-ის მონაცემებით სერიალის რეიტინგი 9.5-ია, რაც უპრეცედენტო შემთხვევაა სერიალების ისტორიაში. ესაა შვიდი დიდგვაროვანი ოჯახის ისტორია, რომლებიც ვესტეროსის მითიური მიწების მოსაპოვებლად იბრძვიან. სერიალს 38-ჯერ აქვს მიღებული „ემის“ პრესტიჟული სატელევიზიო პრემია. მათ შორის ბოლო 2 წელია „სამეფო კარის თამაშები“ საუკეთესო დრამატულ სერიალად სახელდება. წელსაც სწორედ ეს სერიალი გახდა კრიტიკოსთა რჩეული Critics‘ Choice Awards-ზე და 8 იანვარს „ოქროს გლობუსის“ მიღების ყველაზე რეალური კანდიდატია. სერიალს ყავს უპრეცედენტოდ დიდი სამსახიობო გუნდი და მისი გადაღებები მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში მიმდინარეობს. ახალი სეზონის პრემიერა 2017 წელსაა დაგეგმილი.
ესაა სერიალი დედოფალ ელისაბედის მეფობის პერიოდზე, მის ახალგაზრდობასა და უინსტონ ჩერჩილთან რთულ ურთიერთობებზე. სერიალი, რომლის რეიტინგიც IMBD-ის მონაცემებით 9 გახლავთ, ეკრანებზე 2016 წლის ნოემბერში გამოვიდა. ახალგაზრდა დედოფლის როლს ქლერ ფოი ასრულებს. მისი პარტნიორები მეტ სმიტი და ჯონ ლიტგოუ არიან. სწორედ ეს უკანასკნელი განასახიერებს სერიალში უინსტონ ჩერჩილის როლს. ამ როლისთვის კი კრიტიკოსთა გილდიამ ის საუკეთესო მსახიობ მამაკაცად დაასახელა დრამატულ სერიალში შესრულებული მეორეხარისხოვანი როლისთვის.
სერიალი, რომელმაც წელს ნამდვილი რევოლუცია მოახდინა. HBO-ს ამ პოპულარულ დრამაში მთავარ როლებს ენტონი ჰოპკინსი, ედ ჰარისი და ევან რეიჩელ ვუდი ასრულებენ. სწორედ ამ უკანასკნელმა მიიღო Critics‘ Choice Awards-ის მთავარი პრიზი და ნომინირებულია „ოქროს გლობუსზეც“. მართალია ვუდს ბევრი კონკურენტი ჰყავს, თუმცა ლიდერობას, სავარაუდოდ, ვერავინ წაართმევს. სერიალი მაიკლ კრაიტონის 1973 წელს გადაღებული ამავე სახელწოდების ფილმის მიხედვით შექმნეს. მოვლენები ორ პარალელურ სამყაროში ვითარდება. მეცნიერთა ჯგუფის მიერ შექმნილი უზარმაზარი გასართობი პარკი სახელწოდებით „ველური დასავლეთის სამყარო“ ელოდება ყველა მსურველს, ვისაც ვესტერნის ეპოქაში დაბრუნება სურს. ამ არარეალურ სამყაროში ცხოვრობენ მეცნიერების მიერ შექმნილი და დაპროგრამებული ანდროიდები, რომელთათვისაც ყოველი დღე ნამდვილი ჯოჯოხეთია. ეს მეცნიერული ჟანრის ფანტასტიკური სერიალი აუცილებლად უნდა ნახოთ.
ესაა მისტიკური ჟანრის სერიალი, სადაც მთავარ როლს უინონა რაიდერი ასრულებს. ფილმის სიუჟეტის მიხედვით, 1983 წელს ნიუ-იორკში პატარა ბიჭი უჩინარდება. ოჯახი და პოლიციის თანამშრომლები ცდილობენ მიაგნონ გაუჩინარებული ბავშვის კვალს და მოულოდნელად მისტიკურ გამოძიებაში ერთვებიან. საბოლოოდ გაუჩინარების საქმეს სახელმწიფო ექსპერიმენტამდე მივყავართ, რომელსაც ზებუნებრივი ძალები მართავენ. Netflix-ის ამ პოპულარული სერიალის პრემიერა 2016 წლის ივლისში შედგა.
ეს ფილმი ერთ დღეს დაბადებული, მაგრამ ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული ადამიანების შესახებ გვიყვება. როგორ უმკლავდებიან პრობლემებს სხვადსხვა სიტუაციაში მყოფი ადამანები და რეალურად, რა აკავშირებთ მათ ერთმანეთთან. სერიალში მენდი ჯური და სტერლინგ ბრაუნი მონაწილეობენ. ამ უკანსკნელმა წელს ყველა საპატიო ჯილდო მიიღო მამაკაცის მეორეხარისხოვანი როლისთვის მინისერიალიდან „ხალხი ო ჯეი სიმპსონის წინააღმდეგ“.