LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

5 საუკეთესო ქვეყანა მამობისთვის

118
Capture

საქართველოში რთულად წარმოსადგენია, რომ შვილის შეძენის შემდეგ მამა დეკრეტულ შვებულებაში გავიდეს, თუმცა ძალიან ბევრ ქვეყანაში ეს პრაქტიკა ერთობ მიღებულია. უფრო მეტიც, მამები განსაკუთრებული უფლებებით სარგებლობენ და მათთვის ძალიან კომფორტული პირობებიც მოქმედებს.

ლიეტუვა
ლიეტუვაში ბავშვის მშობლებს 156 კვირა შვებულება ეკუთვნით და მამებს შეუძლიათ 4 კვირიანი დეკრეტი გააფორმონ. გარდა ამისა, მანამ სანამ პატარას 2 წელი არ შეუსრულდება, მშობლებს პერიოდულად შვებულების გადანაწილება შეუძლიათ და აღებული კვირების მიხედვით ჩვეული ანაზღაურების 100% ან 70%-ს მიიღებენ.

ისლანდია
ისლანდიაში ბავშვის დაბადების შემდეგ მშობლებს 9 თვიან შვებულებას აძლევენ და ამ თვეების გადანაწილება მათ თავისი შეხედულებით შეუძლიათ.
დეკრეტული შვებულების დროს მშობლებს ხელფასების 80%-ს უხდიან. რაც შეეხება 9 თვეს, როგორც წესი, პირველ 3 თვეს დედა იღებს ხოლმე, მეორე 3 თვეს მამა, დანარჩენ დროს კი ყველა ოჯახი ინდივიდუალურად ანაწილებს.

ესტონეთი
ესტონეთში მამებს შვებულების აღება ჯერ კიდევ მეუღლის ორსულობის დროს შეუძლიათ, შემდეგ კი ბავშვის დაბადებისას დამატებით 2 კვირიანი ანაზღაურებადი შვებულებაც აქვთ.
მას შემდეგ რაც დედის დეკრეტული დასრულდება, მამებს უფლება აქვთ 435 დღიანი დეკრეტი აიღონ და გარკვეულ კომპენსაციას ამ შვებულების დროსაც მიიღებენ.

შვედეთი
შვედეთში შვილის შეძენის შემდეგ დედაც და მამაც შვებულებაში გადის, დეკრეტი 480 დღე გრძელდება და მთელი ეს პერიოდი წყვილს ხელფასის 80%-ს უხდიან. თუმცა, ეს ყველაფერი არ არის და მამებს დამატებით კიდევ 90 დღე აქვთ, რათა მამებსა და შვილებს შორის განსაკუთრებული კავშირის ჩამოყალიბებას შეუწყონ ხელი.

ნორვეგია
ნორვეგიაში მამებს ბავშვის დაბადების შემდეგ 10 კვირიან შვებულებას აძლევენ. გარდა ამისა, წყვილს შეუძლია რომ 46 კვირიანი ანაზღაურებადი დეკრეტული ან 56 კვირიანი დეკრეტული აიღოს, როცა ხელფასის 80%-ს გადაუხდიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები