LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

5 საუკეთესო კვებითი ჩვევა 50 წელს გადაცილებული მამაკაცებისთვის

55
Capture

მამაკაცის ჯანმრთელობა +50 წლის შემდეგ ძალიან ბევრ ცვლილებას განიცდის. წარმოიქმნება ისეთი გართულებების რისკი, როგორიცაა – დიაბეტი, მაღალი წნევა, გულის დაავადებები, პროსტატა თუ სხვა. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია რაციონში იმდაგვარი ცვლილებების შეტანა, რომელიც თქვენს ჯანმრთელობას დაიცავს და გააუმჯობესებს კიდეც.

1. მიირთვით მეტი ბოსტნეული
ყოველ დღე ბოსტნეულის საკმარისი რაოდენობით მიღება თქვენი ჯანმრთელობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით კი 50 წლის ასაკში.

2. შეზღუდეთ წითელი ხორცი
წითელი ხორცი მცირე რაოდენობით შესაძლოა საშიში არ იყოს, თუმცა როცა 50 წელს გადაცილებული მამაკაცი ბრძანდებით და ამ პროდუქტს დიდი რაოდენობით იღებთ, არაერთი რისკი წარმოიქმნება. დიდი რაოდენობით ცხოველური ცხიმები, წითელი ხორცი – პროსტატის კიბოს გაჩენის ალბათობას ზრდის.

3. ალკოჰოლი მხოლოდ ლიმიტირებული რაოდენობით უნდა მიიღოთ
ალკოჰოლი არის კიდევ ერთი რამ, რაც ასაკის მატებასთან ერთად უნდა შეამციროთ. განსაკუთრებით კი იმ მამაკაცებმა, ვინც ღვიძლის, მსხვილი ნაწლავის და პროსტატის ჯანმრთელობაზე ზრუნავს.

4. მიიღეთ წყალი დიდი რაოდენობით
50 წლის ასაკში ჯანმრთელობა არამხოლოდ რაღაცეების შეზღუდვას, არამედ გარკვეული პროდუქტის დამატებასაც ნიშნავს. სწორი რაციონი თქვენს სხეულს ასაკის ჯანსაღად მატებაში დაეხმარება. საუკეთესო შედეგის მისაღწევად კი რაც შეიძლება ბევრი წყალი უნდა დალიოთ.

5. ბევრი, ძალიან ბევრი ხილი…
საჭირო რაოდენობის ვიტამინებისა და მინერალების მისაღებად არამხოლოდ ბოსტნეული, არამედ ხილიც მნიშვნელოვანია. ანტიოქსიდანტებით მდიდარი საკვები იმუნურ სისტემას აძლიერებს და ორგანიზმს სხვადასხვა გართულებებისგან იცავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები