Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
5 სასარგებლო აპლიკაცია მგზავრობისას დროის გასაყვანად – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

5 სასარგებლო აპლიკაცია მგზავრობისას დროის გასაყვანად

202
main

მიუხედავად იმისა, რომ მოგზაურობა სასიამოვნო და დაუვიწყარი აქტივობაა, მგზავრობის პროცესი შესაძლოა დამღლელი და მოსაბეზრებელი აღმოჩნდეს, განსაკუთრებით თუ შორ მანძილზე მიემგზავრებით. დროის მოსაკლავად უამრავ საშუალებას ვიყენებთ, მაგრამ ალბათ დამეთანხმებით, მობილური ტელეფონის გამოყენებით დროის გაყვანა ერთ-ერთი ყველაზე ხელმისაწვდომი და პოპულარული საშუალებაა.

წარმოგიდგენთ 5 აპლიკაციას რომლის დახმარებითაც მოგზაურობის დამღლელი საათების გაყვანას უფრო მარტივად და საინტერესოდ მოახერხებთ.

1.Pocket

ამ აპლიკაციის საშუალებით ინტერნეტთან წვდომის გარეშე შეძლებთ გამოიყენოთ ინტერნეტი. ამისთვის აპლიკაციიდან შეგიძლიათ წინასწარ ჩამოტვირთოთ ის გვერდები რომელიც გსურთ და შემდეგ გამოიყენოთ.

2.TED Talks

ეს გახლავთ აპლიკაცია, რომელიც მოგცემთ წვდომას ცნობილი ტედ თოქის ჩანაწერებთან და 451 თემატურ გამოსვლასთან, რომელსაც ბევრ ენაზე აქვს დართული სუბტიტრები. ასე , რომ მოგზაურობისას უამრავი ცნობილი გამომსვლელის საინტერესო ფიჩსაც მოისმენთ და დროს ნაყოფიერად გაატარებთ.

3.Pages App

 დამეთანხმებით, რომ ფიქრისა და ახალი იდეებისთვის მოგზაურობის დროს ხშირად ყველაზე კარგი გარემოა. იდეების გენერირებისა და მათი დასახვისთვის ეს აპლიკაცია დაგეხმარებათ. მისი საშუალებით თქვენ შეგიძლიათ შექმნათ რეზიუმე, სტატია, მოამზადოთ პროექტი, ბიზნეს ბარათი, ფლაერი და მრავალი საინტერესო საქმიანი ხელსაწყოს გამოყენებით მოგზაურობა კიდევ უფრო ნაყოფიერი გახადოთ.

4.Gmail

ამ აპლიკაციის საშუალებით თქვენ შეძლებთ შეამოწმოთ და გაეცნოთ თქვენს მეილებს ინტერნეტის გარეშე. ამ შემთხვევაში შეძლებთ იხილოთ ის წერილები რომლებიც ინტერნეტთან წვდომის დროს მიიღეთ, მაგრამ არ გაგიხსნიათ.

5.Podcast & Radio Addict

ეს აპლიკაცია კი მრავალფეროვან აუდიო ჩანაწერებს გთავაზობთ: საგანმანათლებლო, გასართობი თუ სამოტივაციო ჩანაწერების მოსმენა ინტერნეტის გარეშე შეგიძლიათ. ასევე გექნებათ  აუდიოწიგნებზე წვდომა  და იმ ქვეყნის ენის მარტივ გაკვეთილებსაც მოისმენთ, რომელსაც სტუმრობთ.

ასე, რომ მგზავრობისას დახარჯული დრო სულაც არ იქნება დამღლელი, არამედ პირიქით საინტერესო და სახალისოც კი, თუ მას სწორად დაგეგმავთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები