LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

5 სამოგზაურო იდეა ახალი წლისთვის

147
places-to-travel-winter-europe

ქუთაისის აეროპორტი განაგრძობს საკუთარი მგზავრებისთვის საინტერესო ავიამიმართულებების შეთავაზებას. ამჯერად აეროპორტი მოგზაურებს რამდენიმე ევროპულ ქალაქს ურჩევს, სადაც ახალი წლის პერიოდის გატარება კარგი გადაწყვეტილება იქნება.

„წლის ყველაზე კარგ დღესასწაულთან გეგმის გარეშე შეხვედრა არ ღირს! თუ 2020 წლის დაწყება მოგზაურობით, თავგადასავლებით და საინტერესო ამბებით გსურთ, მაშინ სასწრაფოდ უნდა შეარჩიოთ დანიშნულების ადგილი და ბარგის ჩალაგებაც დაიწყოთ:

⭐ საახალწლოდ ვენაში მოქმედება თითქოს მოცარტის ოპერის მიხედვით ვითარდება. მთელი ქალაქი ხელოვნების ნიმუშია, ამიტომ ტურისტიც ავტომატურად ხდება ამ მხატვრული წარმოდგენის ნაწილი.

ბერლინში საშობაო ბაზრობებს ყველა ცენტრალურ უბანსა თუ გარეუბანში გადააწყდებით – იქნება ეს ალექსანდერპლაცი, შარლოტენბურგი, შპანდაუ თუ სხვა. იპოვით სივრცეს, სადაც თავს კომფორტულად იგრძნობთ. მრავალფეროვანი მაღაზიები კი თქვენში დამალულ ახალ ესთეტიკასა და ინტერესებს გააღვიძებს.

⭐ ჰანს ქრისტიან ანდერსენის სამშობლოში სტუმრობისას, აუცილებლად უნდა ესტუმროთ ტივოლის ბაღს, რომელიც ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი საშობაო-სავაჭრო სივრცეა. კოპენჰაგენში გელოდებათ სკანდინავიური ბრენდების მაღაზიები მოდური ტანისამოსის უზარმაზარი არჩევანით.

პრაღას ხშირად ზამთრის საოცრებათა სამყაროს უწოდებენ. ჩეხური ლუდის დაგემოვნების შემდეგ სიცივეს ვეღარ იგრძნობთ, ამიტომ ევროპაში ერთ-ერთი უდიდესი საშობაო ბაზრობა შეგიძლიათ არხეინად დაიაროთ და ყველა სუვენირი შეიძინოთ.

⭐ რთულია მოძებნო ქვეყანა, სადაც საახალწლო ბაზრობებს ისეთივე სერიოზულობით ეკიდებიან, როგორც იტალიაში, განსაკუთრებით კი მოდის დედაქალაქში. თუ შოპინგი გიყვართ და არც მთელი წლის დაზოგილი ბიუჯეტი გენანებათ, მილანი ისაა, რაც გჭირდებათ“, – წერს ქუთაისის აეროპორტი.

აღსანიშნავია, რომ ამ 5 ქალაქისკენ პირდაპირი ფრენა სწორედ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან სრულდება. ასე რომ, საახალწლოდ ამ ადგილებში მოხვედრა ძალიან მარტივია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები