LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

5 ქალაქი, რომელსაც ტურისტები ყველაზე ხშირად ირჩევენ

42

პორტალმა SPELLA-მ ინტერნეტმომხმარებლების გამოხმაურებები გააანალიზა და მსოფლიოს ყველაზე მონახულებადი ქალაქები გამოავლინა. მთლიანობაში 4 მილიონი მოგზაურის გამოკითხვა მოხდა.

კვლევის თანახმად, პარიზი 2016 წლის შედეგების მიხედვით ყველაზე პოპულარულ ტურისტულ მიმართულებებს შორის მეხუთე პოზიციაზეა. საფრანგეთის დედაქალაქს რომი, ლონდონი, ბარსელონა და დუბაი უსწრებენ. ამასთან, პორტალი იმ პუნქტების შესახებ წერს, რისი გამოსწორებაც პარიზს ტურისტების თვალში მოუწევს. მრავალ ადამიანს, ვინც გამოხმაურება დატოვა, დედაქალაქის ხუთვარსკვლავიანი სასტუმროები არ მოწონს. გართობის კუთხით კი საქმე უკეთ არის, პარიზს ბარსელონას შემდეგ ამ მიმართულებით მეორე პოზიცია უჭირავს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები