მეცნიერებმა ხანგრძლივი სიცოცხლისთვის აუცილებელი 5 პროდუქტი დაასახელეს. მრავალწლიანი კვლევის შემდეგ დადგინდა, რომ დღის განმავლობაში ორჯერ ხილის და სამჯერ ბოსტნეულის მირთმევა, გულ-სისხლძარღვთა პრობლემების გაჩენის რისკს ამცირებს და ასევე ონკოლოგიური დაავადებების ალბათობაც ნაკლებია.
სპეციალისტები ყველაზე სასარგებლო ხილად ვაშლს ასახელებენ. ვაშლი ტვინს დაბერებისგან იცავს და სიცოცხლის ხანგრძლივობაზეც მოქმედებს.
კოგნიტურ ფუნქციებს აუმჯობესებს ისპანახი და სალათის ფურცელი. ამერიკელი მედიკოსები ირწმუნებიან, რომ ისპანახით დამზადებული კერძის ხშირად მირთევა ადამიანს დემენციისგან იცავს.
სასარგებლო პროდუქტთა სიაშია ასევე სტაფილო, ყველი, პომიდორი და სიმინდი. ამ პროდუქტების რაციონში შეტანა სიცოცხლის ხანგრძლივობას ზრდის.