Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
“5 ოპერაცია ჩაუტარდა 8 საათის განმავლობაში” – როგორია შარტავას ქუჩაზე ავარიის შედეგად დაშავებული ბავშვის მდომარეობა – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“5 ოპერაცია ჩაუტარდა 8 საათის განმავლობაში” – როგორია შარტავას ქუჩაზე ავარიის შედეგად დაშავებული ბავშვის მდომარეობა

48499
Untitled design (24)

8 წლის მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელსაც 31 მარტს შარტავას ქუჩაზე ავტომობილი დაეჯახა, კვლავ მძიმეა.

როგორც „ფორტუნას“ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა განუცხადა, ჯერჯერობით ადრეა საუბარი დადებით პროგნოზზე.

„ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და კვლავ საჭიროებს მეთვალყურეობას. ამჟამად რეანიმაციაშია. ცოტა დრო არის გასული ტრავმის მიღებიდან და ადრეა დადებით პროგნოზზე საუბარი.

ხუთი ოპერაცია ჩაუტარდა. ოპერაცია ჩატარდა სისხლძარღვებზე, ასევე დასჭირდა უროლოგიური ოპერაცია და ოპერაცია ჩატარდა მენჯზე. საჭირო გახდა ფეხის ამპუტაცია.

რვა საათის განმავლობაში მიმდინარეობდა ოპერაცია.

მდგომარეობა ახლა არის მძიმე, გაუარესება ჯერჯერობით არ გვაქვს. ძალიან ცოტა დრო არის გასული ტრამვიდან და ჯერ რაიმენაირ პროგნოზზე საუბარი ადრეა“.  – განაცხადა ივანე ჩხაიძემ „ფორტუნასთან“ საუბარში.

შეგახსენებთ, შემთხვევა 31 მარტის დილით მოხდა. შარტავას ქუჩაზე ავტომობილი ტროტუარზე მდგომ მოზარდს დაეჯახა.

როგორც “ფორტუნას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

შარტავას ქუჩაზე ტროტუარზე მდგომ 8 წლის ბავშვს ავტომობილი დაეჯახა

“ჩართულია ყველა მიმართულების ქირურგი” – 8 წლის მოზარდს, რომელსაც ტროტუარზე ავტომობილი დაეჯახა, გადაუდებელი ოპერაცია უტარდება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები