LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

5 მიზეზი, თუ რატომ უნდა გავიპარსოთ წვერი

96

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება აწმყოში, სადაც ყოველ მესამე მამაკაცს წვერი აქვს მოშვებული. უკანასკნელი წლების განმავლობაში ყოველდღიურად იზრდება იმ ადამიანების რიცხვი, რომლებსაც წვერის გაზრდის სურვილი აქვთ. დღესდღეობით მოშვებული წვერი მოდურად და მამაკაცურად ითვლება და წვერიანი მამაკაცების ცალკე კულტიც კი ჩამოყალიბდა, რომელსაც ”ლამბერსექსუალები” ეწოდებათ. თუმცა, როგორც ყველაფერი, ”ლამბერსექსუალიზმიც” მოდიდან გადავა, მანამდე კი, გთავაზობთ 5 მიზეზს იმის შესახებ, თუ რატომ უნდა გაიპაროსთ წვერი, თანაც დაუყოვნებლივ…

 

წვერი გვაბერებს

დიდი წვერის მატარებელი მოზარდი დაახლოებით 30 წლის მამაკაცს ჰგავს. ზოგიერთისთვის ეს კომპლიმენტია, თუმცა, ზოგიერთისთვის კი არც ისე სასიამოვნო. 30 წლის მამაკაცი ასაკის შესაბამისადაც იქცევა, ხოლო, 19 წლის მოზარდებს, უფროსი თაობის წარმომადგენლებთან შედარებით თავქარიანი ქცევა და  არც ისე მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა აქვთ. შესაბამისად გამოდის, რომ წვერი პასუხისმგებლობასა და შესაბამის ქცევას მოითხოვს და ის ასაკთან ერთად უნდა გაიზარდოს და არა მხოლოდ მოდური ტენდენციების გამო.

 

 

ყველაფერი გაივლის

გულახდილათ ვაღიაროთ ის ფაქტი, რომ თუ მოდაში ძველებური შარვლები და თეთრი კეტები იქნება, აუცილებლად ჩავიცმევდით. სწორედ იგივენაირად შეგვიძლია აღვიქვათ წვერიანი მამაკაცის მოდური ტენდენციებიც. დროთა განმავლობაში წვერიანი მამაკაცები ისევე გადავლენ მოდიდან, როგორც ეს 90-იანი წლების სამოსს დაემართა. ვინ იცის, იქნებ თქვენ გახდეთ ამის მიზეზი?

 

https://www.youtube.com/watch?v=w-F–E-9xGE

 

ნუ მიბაძავთ სხვებს

წვერი – ეს ნიღაბია, რომელიც შენ სწორედ იმ მოდური მამაკაცების მიბაძვით მოუშვი, რომლებმაც სხვებს მიბაძეს. შენ ყოველდღიურად ხვდები შენს ”ორეულებს” და სრულიად ნორმალურად მიგაჩნია ეს ყველაფერი. მაგრამ, აბა დაფიქრდი, რომ არა ის კონკრეტული მოდური მამაკაცი, შენი ნებით მოუშვებდი წვერს? რა თქმა უნდა, წვერის მოშვება თუ გაპარსვა, მხოლოდ გემოვნების საქმეა, მაგრამ ერთი რამ ყველამ უნდა გაითვალისწინოს: ყველაფერი ინდივიდუალურია, მიბაძვა კი ინდივიდუალიზმის პირველი მტერია. ასე რომ, იყავით ინდივიდუალურები.

 

 

წვერი უკვე სასაცილოა

”ლამბერსექსუალები” იმდენად სწრაფად მოედნენ მთელს მსოფლიოს, რომ უკვე მომაბეზრებელი ხდება ამდენი ერთნაირი ადამიანის ხილვა. როგორც გამოკითხვები ადასტურებს, ქალბატონებმაც კი დაკარგეს ინტერესი მათ მიმართ.  რა თქმა უნდა, წვერის ტარებას ვერავინ აგვიკრძალავს, თუმცა, ქალბატონებისთვის უკვე სასაცილო გახდა  მამაკაცი, რომელიც ყოველ დილით სხვადასხვა სახის კრემებს ისმევს წვერზე. შესაბამისად, დროთა განმავლობაში ”ლამბერსექსუალების” მიმართ ინტერესი მოიკლებს და მხოლოდ ერთეულები დარჩებიან ”წვეროსნებად”.

 

 

დიდი იმედგაცრუება

ფრანგი აკადემიკოსი პიერ ბურძიე სოციალური ლოგიკის შესახებ წერს ”სოციალური იდენტურობა მდგომარეობს განსხვავებაში სოციუმის წევრებსა და მათ მსგავსებას შორის”. თუ ეს წინადადება თქვენთვის ძალიან გაუგებარია, შეხედეთ საკუთარ თავს სარკეში და მიხვდებით, რომ თქვენი წვერი, სხვებს გამსგავსებთ. ხანდახან, კარგი იქნება თუ დედას და ბებიას დავუჯერებთ, რომლებიც მუდმივად მიგვითითებენ წვერის გაპარსვისკენ. გაითვალისწინეთ, რომ ხისმჭრელი შეიძლება საერთოდაც ვერ გახდეთ, თუნდაც კუბოკრული მაისურებით იაროთ…

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები