კატები ძალიან ხშირად ხდებიან ადამიანების ყველაზე ერთგული მეგობრები. წარმოუდგენელია თავი მარტომ იგრძნოთ, თუ თქვენ სახლში კატა გყავთ.
შვეიცარელმა მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ადამიანი რომელსაც სახლში კატა ჰყავს ის თავს ბედნიერად გრძნობს. ბედნიერი ადამიანი ნიშნავს ჯანმრთელ ადამიანს. ყველასთვის ცნობილია, რომ კატები მის მიმართ გამოჩენილ სითბოს და სიყვარულს იმახსოვრებენ და შემდეგ უკან უბრუნებენ პატრონს.
კატები ეხმარებიან აუტიზმით დაავადებულ ბავშვებს
დამტკიცებულია, რომ კატის იმპულსები აუტისტ ბავშვებზე დამამშვიდებლად რეაგირებს. კვლევამ რომელიც კვისლენდის უნივერსიტეტში ჩატარდა აჩვენა, რომ აუტიზმით დაავადებული ბავშვები, რომლებსაც აქვთ კატებთან კონტაქტი, უფრო ხშირად იღიმებიან და ლაპარაკობენ, ვიდრე ისინი, ვისაც ასეთი კონტაქტი არა აქვთ. გამოკითხულთა 81% თქვა, რომ ურჩევნიათ თავიანთი განცდების შესახებ კატებს მოუყვნენ, ვიდრე მშობლებს ან მეგობრებს. ხოლო 87% -მა კი განაცხადა, რომ კატა “მათი საუკეთესო მეგობარია”.
კატა აძლიერებს თქვენს იმუნიტეტს
კატები დადებითად მოქმედებს თქვენი ბავშვის იმუნიტეტზე. თუ სახლში კატა გყავთ და ის მეგობრობს თქვენს პატარასთან, ეს დადებითად აისახება მის ჯანმრთელობაზე. ჩათვალეთ რომ თქვენი ბავშვის იმუნიტეტი თანდათან ძლიერდება.
კატები ამცირებენ ქოლესტერინის დონეს ორგანიზმში
კანადელმა მეცნიერებმა, ხანგრძლივი კვლევის შედეგად დაადგინეს, რომ კატები ამცირებენ ქოლესტერინის დონეს ორგანიზმში. მაგრამ, თუ კატა გყავთ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ თავადაც არ უნდა იზრუნოთ საკუთარ ჯანმრთელობაზე.
კატის კრუტუნს სამკურნალო ეფექტი აქვს
კატების კტუტუნი დადებითად მოქმედებს ზოგიერთი დაავადების მკურნალობის დროს. კრუტუნი ამცირებს ორგანიზმში დაძაბულობას, ხელს უწყობს მოტეხილობის და ოპერაციის შემდგომ შეხორცების პროცესს და არეგულირებს არტერიულ წნევას.
კატები ამაღლებენ მამაკაცების მიმზიდველობას
მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მარტოხელა მამაკაცების 90% ბევრად უფრო მიმზიდველად გამოიყურებიან, ვიდრე ისინი, ვისაც კატები არ უყვართ.