LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“5 მაისს აზერბაიჯანელები დაკეტავენ გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ნაწილს”

695
gareji

სამოქალაქო აქტივისტები ავრცელებენ ინფორმაციას, რომ 5 მაისიდან შესაძლოა, დავით გარეჯის მონასტერი ისევ ჩაიკეტოს. ამის შესახებ „ძალა ერთობაშიას“ დამფუძნებელი დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში წერს. „როგორც ირკვევა, 5 მაისს, აზერბაიჯანელები დაკეტავენ გარეჯის სამონასტრო კომპლექსის იმ ნაწილს, რომლის გამოც რამდენიმე დღის წინ საზოგადოებამ დააფიქსირა თავისი მტკიცე პოზიცია. არ დავიწყებ საუბარს იმ უსუსტეს რეაქციაზე, რომელიც დავინახეთ პოლიტიკოსების მხრიდან.ეს ისედაც ნათელია. თუ აზერბაიჯანელები გაბედავენ და განახორციელებენ თავის გეგმას, მზად არის საზოგადოება დადგეს ჩვენი მიწა-წყლის დასაცავად? მოსაფიქრებლად გვაქვს სულ რამდენიმე დღე. გულწრფელად გეტყვით – არ მაქვს არანაირი იმედი იმისა, რომ მთავრობა ღირსეულ პასუხს გასცემს აზერბაიჯანულ მხარეს. იმედია ვცდები. ანტისაოკუპაციო მოძრაობა “ძალა ერთობაშია” დადგება დავიდ გარეჯშიც.
მოვუწოდებ მთავრობას ღირსეული პასუხი გასცეს ჩვენს მეგობარ აზერბაიჯანულ სახელმწიფოს.
მოვუწოდებ საზოგადოებას მოემზადოს ჩვენი ტერიტორიების დასაცავად, ვინაიდან ჩვენი მთავრობის იმედი არავის აქვს.
ჩვენ უნდა დავამტკიცოთ, რომ ღირსეული წინაპრების ღირსეული შთამომავლები ვართ”- წერს სოციალურ ქსელში დავით ქაცარავა.

https://www.facebook.com/david.katsarava/posts/2493853673972694

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები