LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

5 ივნისს გვაქვს ქორწილი მე და ჯარჯის, ვიწერთ ჯვარს და ვაწერთ ხელს, ღმერთს ვთხოვ, ეს სიყვარული იყოს მარადიული – რის გამო უხდის ბოდიშს თათია შარანგია გამომწერებს

905
ფორტუნა (28)

პიანისტი და ტელეწამყვანი თათია შარანგია მის გამომწერებს სასიხარულო ამბავს უზიარებს.

თათიას და ჯარჯი თორაძეს 5 ივნისს ქორწილი ექნებათ. ამის შესახებ თათიამ ფეისბუკზე დაწერა.

„ჩემო საყვარელო მეგობრებო,

ალბათ გახსოვთ, თუ როგორ მინდოდა, ჩემი დაბადების დღე თქვენთან ერთად აღმენიშნა…

ვერ ვახერხებ ? ძალიან მტკივა გული, მაგრამ ვიცი მაპატიებთ, რადგან გიზიარებთ სასიხარულო და საპატიო მიზეზს.

5 ივნისს გვაქვს ქორწილი მე და ჯარჯის, ვიწერთ ჯვარს და ვაწერთ ხელს. ღმერთს ვთხოვ, ეს სიყვარული იყოს მარადიული და ოჯახი კი ტრადიციული ღირებულებების მატარებელი.

თქვენთან შეხვედრას კი აუცილებლად მოვაწყობ და ბედნიერებას ვიზეიმებ თქვენთან ერთად… სულ მალე.“ – წერს თათია შარანგია სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, ჯარჯი თორაძეს პირველი ქორწინებიდან ორი შვილი ჰყავს. ის ზაზა თორაძის შვილია.

თათია შარანგია 3 ვაჟის დედაა, ის ყოფილ მეუღლე სანდრო შელიას 2022 წლის ზაფხულში დაშორდა.

ჩემო საყვარელო მეგობრებო,

ალბათ გახსოვთ, თუ როგორ მინდოდა ჩემი დაბადების დღე თქვენთან ერთად აღმენიშნა… ვერ ვახერხებ ?…

Posted by სთორი/Story on Friday, June 2, 2023

 

„ეს ისტორია დასრულდა…” – თათია შარანგია და სანდრო შელია ერთმანეთს დაშორდნენ

„ორმა ერთნაირმა ვიპოვეთ ერთმანეთი… აუცილებლად მოვყვები ჩვენი გაცნობის ისტორიას“ – თათია შარანგია პირად ურთიერთობაზე

„ჩემი N1“ – თათია შარანგია რჩეულთან ერთად გადაღებულ კადრებს გვიზიარებს

ვიდეო: თათია შარანგიასა და ჯარჯი თორაძის ზღაპრული მოგზურობა

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები