LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

5 გარდაცვლილი, 22 დაშავებული – ბოლო ინფორმაცია ვენაში მომხდარ ტერაქტზე

101
ვენა

ვენაში მომხდარი ტერაქტის შედეგად, ბოლო ინფორმაციით, 5 ადამიანი გარდაიცვალა და 22 დაშავდა. არსებული ინფორმაციით, ადგილობრივმა სამართალდამცველებმა 9 სპეცოპერაცია ჩაატარეს და ტერაქტთან დაკავშირებული 14 პირი აიყვანეს. 

შეგახსენებთ, თავდასხმა გუშინ, ადგილობრივი დროით 20:00 საათზე, მოხდა – ქვეყნაში ე.წ ლოკდაუნის ამოქმედებიდან ერთი დღით ადრე, როცა ქუჩებში ხალხმრავლობა იყო.

ტერორისტმა ცეცხლი ექვს სხვადასხვა ლოკაციაზე გახსნა, მათ შორის, ერთი სინაგოგის მიმდებარე ტერიტორია იყო.

პოლიციამ თვადამსხმელის განეიტრალება შეძლო, ის ალბანური წარმოშობის 20 წლის მამაკაცია, რომელიც ვენაში იყო დაბადებული.

ავსტრიის მთავრობა მომხდარს ტერორისტულ აქტად განიხილავს. სამართალდამცველები ვენის მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდებენ. ავსტრიაში სამდღიანი გლოვაა გამოცხადებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები