LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

5 ძალიან ინტიმური რჩევა სექს-ექსპერტებისგან

2299

მსოფლიოში ცნობილი სექსოლოგების რჩევები, როგორ გავიუმჯობესოთ სექსუალური ცხოვრება და მივიღოთ მაქსიმალური სიამოვნება.

 

 

 

 

 

 

 

 

 

რჩევა პირველი : კოცნა აუცილებელია

სექსოლოგი ივონა ფულბრაიტი ამბობს : „კოცნა – უბრალოდ აუცილებელია. მე  მთელი გრძნობით ვკოცნი ჩემს ქმარს მანამ, სანამ ის სამსახურში წავა და ვკოცნი ძილის წინ. გამოკვლევებმა დაამტკიცა, რომ კოცნა იდეალური ხერხია წყვილის სექსუალური ლტოლვის შესანარჩუნებლად. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ერთმანეთს საკმარის დროს ვერ უთმობთ. სწორედ, რომ მგზნებარე კოცნა გვაახლოებს ერთმანეთთან.“

 

 

რჩევა მეორე : ხშირად ესტურეთ სექს-შოპებს

წიგნის  „სექსი ემილისთან“ ავტორი – სექსოლოგი ემილი მორისი, ამბობს : „აღმოვაჩინე, რომ სექსუალური ცხოვრების გასაუმჯობესებლად აუცილებელია „სექს-სათამაშოები“–ის შეძენა.“

 

 

რჩევა მესამე : ორგაზმზე ყურადღებას ნუ გაამახვილებთ

ოჯახური ურთიერთობების სპეციალისტი მეგან სტაბსი გვირჩევს: სექსუალური აქტის დაწყებამდე, თქვენი პარტნიორი მასაჟით აღაგზნეთ. არ არის აუცილებელი მაინც და მაინც ორგაზმზე იყოთ ორიენტირებულები. მაქსიმალურად ეცადეთ დატკბეთ სექსით მიღებული სიამოვნებით, ყოველგვარი დაძაბულობის გარეშე.“

 

 

რჩევა მეოთხე : შეინარჩუნეთ სიწყნარე

ექიმი–ფსიქოლოგი, სექსოლოგი ავა კადელი: „განთავისუფლდით ყველა იმ გარემოებისგან, რაც ყურადღებას გაგიფანტავს. მე ყოველთვის ვთიშავ მობილურ ტელეფონს, ტელევიზორს და საათსაც კი, რადგან დროს არ ვუყურო.

 

 

რჩევა მეხუთე : გამოუყავით დრო საკუთარ თავს

ჯოან პრაისი, რომელიც გახლავთ წიგნის „სიყვარული ყველა ასაკში მათთვის ვისაც…“ ავტორი, გვეუბნება: „არასდროს დაივიწყოთ დრო და დრო მოეფეროთ საკუთარ თავს, მიუხედავად იმისა, გყავთ თუ არა პარტნიორი. საკუთარი გამოცდილებიდან ვამბობ, რომ ჯანმრთელი სექსუალური ურთიერთობისთვის კარგი განწყობაა საჭირო, რასაც თვითდაჯერებულობა  განაპირობებს.“

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები