LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

5-დან 7 წლამდე პატიმრობა მოსწავლის სექსუალური შევიწროებისთვის – პედაგოგი დანაშაულს აღიარებს

104

პედაგოგს, რომელიც მოსწავლემ სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა, 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან გარყვნილი ქმედების ბრალდებით, 1952 წელს დაბადებული ა.კ. სენაკში დააკავეს.

შსს- ის ცნობით, მიმდინარე წლის 23 მარტს ჩხოროწყუს ქალთა საფეხბურთო გუნდის მწვრთნელმა ა.კ.-მ, თავის კუთვნილ ავტოფარეხსა და საცხოვრებელ ბინაში, მასთან დროებით მცხოვრები, 2002 წელს დაბადებული ვ.კ.-ს მიმართ გარყვნილი ქმედება ჩაიდინა.

დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება სრულწლოვნის მიერ წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან, ძალადობის გარეშე ჩადენილი გარყვნილი ქმედების ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 141-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები