Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
5 აპრილს გალერეაში „ვანდა” ალექსანდრე ვარვარიძის პერსონალური გამოფენა გაიხსნება – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

5 აპრილს გალერეაში „ვანდა” ალექსანდრე ვარვარიძის პერსონალური გამოფენა გაიხსნება

708
ალექსანდრე ვარვარიძე

5 აპრილს, 19:00 საათზე, „ვანდა“ მხატვარ ალექსანდრე ვარვარიძის ეპრსონალურ გამოფენას მასპინძლობს, სადაც წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა პერიოდში შექმნილი მასშტაბური აბსტრაქტული და ფიგურატიული ფერწერული ტილოები. ექსპოზიციის ნამუშევრებს აერთიანებს კონცეფცია, რომელიც ეხმიანება მატერიალური სამყაროს დუალიზმის პრინციპს.

ალექსანდრე ვარვარიძის შემოქმედების ძირითადი მიმართულება აბსტრაქტული ფერწერაა, რომელშიც ხშირად ჩნდება ფიგურატიული ელემენტები. ფიგურატიულ გამოსახულებებში მხატვარი ფორმის აბსტრაგირებული ინტერპრეტაციით რეალიზმისგან დისტანცირდება და გამოსახულების საავტორო სპეციფიკურ ექსპრესიონისტულ მოდელს ქმნის. მის აბსტრაქტულ ნამუშევრებს ახასიათებს ფერის მდიდარი და ჟღერადი პალიტრა, რომელიც მშვიდ ენერგიას ასხივებს.

ალექსანდრე ვარვარიძის ნამუშევრებში საღებავის ინტუიციური და თავისუფალი გამოყენება, მრავალშრიანი ზედაპირები სხვადასხვა ტექსტურისა და დამატებითი მედიუმების გამოყენებით ქმნის ილუზიონისტურ სივრცეს, რომელიც ემოციური დაძაბულობის და ჰარმონიის ზღვარზეა.

გამოფენა გრძელდება 29 აპრილამდე. გახსნის დღეს გალერეა ღია იქნება 22:00 საათამდე. დასწრება თავისუფალია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები