Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
5 ახალი შემთხვევიდან ერთი შიდა გავრცელებას უკავშირდება, დანარჩენი იმპორტირებულია – მარინა ეზუგბაია – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

5 ახალი შემთხვევიდან ერთი შიდა გავრცელებას უკავშირდება, დანარჩენი იმპორტირებულია – მარინა ეზუგბაია

101
c0c3bdd5-34a4-4f46-ae1a-0752f2640385-640

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი აცხადებს, რომ ბოლო 24 საათში საქართველოში გამოვლენილი 5 ახალი შემთხვევიდან 4 იმპორტირებულია, ხოლო ერთი შემთხვევა შიდა გადაცემას უკავშირდება. მარინა ეზუგბაიას განმარტებით, ინფიცირებულთა შორის 3 პაციენტი სატვირთო მანქანის მძღოლია.

„დღევანდელი მონაცემებით, ხუთი ახალი დადასტურებული შემთხვევა დაგვემატა. იყო 958 და ახლა არის 963 შემთხვევა. გამოჯანმრთელებული მხოლოდ სამი პაციენტია. იყო 838 და ამჟამად არის 841. ხუთი ახალი შემთხვევიდან ოთხი არის შემოტანილი, ანუ იმპორტირებული. ამ ოთხიდან სამი სატვირთო ავტომობილის მძღოლია, ხოლო ერთი საკარანტინე ზონიდან დადასტურებული შემთხვევა. მეხუთე შემთხვევა არის დადასტურებული კონტაქტის კონტაქტი, ანუ შიდა გადაცემა“, – აცხადებს ეზუგბაია.

საქართველოში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 პაციენტი

მისივე ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კოვიდ-ცენტრებში 107 ინფიცირებული პაციენტი მკურნალობს. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ერთი ახალი პაციენტი დაემატა, სამი გამოჯანმრთელებული ამავე კლინიკის პაციენტები არიან. ეზუგბაიას თქმით, ინფექციურ საავადმყოფოში ამ ეტაპზე 22 კოვიდინფიცირებული რჩება, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

„ახალი დადასტურებული შემთხვევა არის სატვირთო ავტომანქანის მძღოლი. მისი მდგომარეობა არ არის მძიმე, საშუალო სიმძიმისაა. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობაც სტაბილურია, არსად არ შეინიშნება დაავადების პროგრესირება“, – აცხადებს მარინა ეზუგბაია.