მორალური დილემა, მოსალოდნელი დაძაბულობა და კამათი. მხარდაჭერა და სიმტკიცე ურთიერთობაში…
გაიგეთ რა ელოდება თქვენს ზოდიაქოს ნიშანს სიყვარულში:
ვერძი
თქვენს ცხოვრებაში სიყვარულის პერსპექტივა გამოჩნდება. მარტო ყოფნის და დამოუკიდებლობის ნაცვლად, ახალი რეალობა გამოჩნდება ჰორიზონტზე. დაძლიეთ სკეპტიციზმი და განეწყვეთ ოპტიმისტურად. მომდევნო 13 თვე, ეს ურთიერთობა ჰარმონიული და ბალანსირებული იქნება.
კურო
მორალური დილემის წინაშე აღმოჩნდებით. თქვენი პარტნიორისგან განსხვავებით, სხვა შეხედულება გაქვთ რელიგიურ და ფილოსოფიურ საკითხებთან, რაც კამათის საგანი გახდება. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და მოუხმეთ ნებისყოფას.
ტყუპები
იუპიტერი,რომელსაც წარმატების და ბედის პლანეტას უწოდებენ, თქვენს ზოდიაქოზე დადებითად იმოქმედებს. იმ კვირიდან თქვენი პირადი ცხოვრება შეიცვლება. თუ უკვე გყავთ პარტნიორი, შეგიძლიათ მშვიდად იყოთ. ცხოვრებაში მალე ახალი სიცოცხლე გაჩნდება.
კირჩხიბი
ოჯახური საქმეების მხოლოდ საკუთარ თავზე აღება კვირის ბოლოს დაძაბულობას მოგიტანთ ოჯახში. ერთპიროვნულად გადაწყვეტილებების მიღება არასასურველია. თქვენი პარტნიორი უკმაყოფილებას გამოხატავს, რადგან კონკრეტულ საქმეებზე მას სხვა დამოკიდებულება აქვს.
ლომი
იმ კვირას შანსი გექნებათ, თქვენი ურთიერთობის მომავალზე პარტნიორთან გულახდილად ისაუბროთ. ისაუბრეთ იმაზე, თუ რა მოლოდინები გაქვთ ცხოვრებაში. საბოლოოდ, საერთო და ორივესთვის სასარგებლო დასკვნამდე მიხვალთ.
ქალწული
ის კვირა თქვენს პირად ცხოვრებაში არეულობას შემოიტანს. არეულობის მიზეზი ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებული გაუგებრობებია. ერთი მხარე, ფინანსებს არამიზანმიმართულად ანიავებს. მეორე მხარე კი ამის კონტროლს ცდილობს.
სასწორი
თქვენს ცხოვრებაში ყველა მიმართულებით სასიკეთო ძვრები დაიწყება. ყველაზე მნიშვნელოვანი კი პირადი კავშირის მოწესრიგებაა, რომელსაც ბოლო თვეების განმავლობაში, თავს ვერ ართმევდით.
მორიელი
იმ კვირას დაძაბულობასთან გამკლავება მოგიწევთ. ერთ-ერთი მხარე, საიდუმლოს მალავს, რაც როგორც ჩანს, არც ისე კარგად იმალება. საიდუმლო თქვენს ურთიერთობას დააზარალებს. ჯობია, სიმართლეს ფარდა ახადოთ.
მშვილდოსანი
იმის გამო, რომ მხოლოდ სამსახურზე ხართ ორიენტირებული, თვენს ნაცვლად, ახლო მეგობარი შესაფერის კანდიდატს მოგიძებნით. სავარუდო შეხვედრა იმ კვირას, ოთხშაბათს შედგება, ასე რომ მოემზადეთ და დროებით გადადეთ საქმეები.
თხის რქა
ის კვირა, პირადი ურთიერთობის კუთხით, არც ისე წარმატებული იქნება. ნაცვლად ამისა, ელოდეთ საინტერესო კარიერულ შემოთავაზებებს. ხოლო, თუ უკვე გყავთ პარტნიორი, მას არასასიამოვნო ფაქტზე გამოიჭერთ, რაც თქვენს ურთიერთობას დიდ საფრთხეს შეუქმნის.
მერწყული
მოგზაურობის დროს გაცნობილ წყვილთან ერთად სასიამოვნო საღამო გელოდებათ. პარტნიორთან ერთად იმხიარულებთ და ახალგაცნობილ მეგობრებს უფრო დაუახლოვდებით. ის კვირა მერწყულებისთვის პოზიტიური იქნება.
თევზები
თუ უკვე შემდგარი ურთიერთობა გაქვთ, იმ კვირიდან რეკომენდირებულია სამოგზაუროდ წასვლა. თუ ფინანსებს თავს ვერ მოუყრით, შეგიძლიათ ქალაქგარეთ გახვიდეთ. ერთად ყოფნისთვის მეტი დრო გჭირდებათ.