გაიგეთ რა ელოდება თქვენს ზოდიაქოს ნიშანს სიყვარულში:
ვერძი
ამ კვირაში, დიდი შანსია კონკრეტულ ადამიანთან მეგობრობა სხვა სიყვარულში გადაიზარდოს. თუ გარკვეული გრძნობები გაქვთ, ჯობია თავს გამოუტყდეთ და სახლში ჯდომისა და სიყვარულზე ოცნების ნაცვლად, პირველი ნაბიჯი გადადგათ. ასევე, თუ მარტო ხართ, ინტერნეტით გაცნობილ ადამიანს შეხვდებით და საუცხოო კვირას გაატარებთ.
კურო
თქვენი რომანტიკული ცხოვრება პროფესიულ საქმიანობასთან კარგი კუთხით გადაიკვეთება. ადამიანი, რომელთანაც ურთიერთობის აწყობას ცდილობთ, შესაძლოა კარიერაში ძალიან დაგეხმაროთ. სავარაუდოდ, ის იცნობს ისეთ პიროვნებას, რომელთანაც დაკონტაქტება ძალიან გჭირდებათ. ასევე, შესაძლოა საერთო ბიზნესიდეაც გაგიჩნდეთ.
ტყუპები
ამ კვირაში თქვენი პირადი ცხოვრება პირდაპირ კავშირშია მოგზაურობასთან. ორივეს გსურთ მეტად დაუახლოვდეთ და ერთმანეთის გონებაში შეაღწიოთ. ერთ-ერთ მხარეს სხვა ქვეყანაში მოგზაურობა და უცხო კულტურასთან ზიარება სურს. თუ აყვებით მის იდეებს, არ ინანებთ.
კირჩხიბი
მოემზადეთ, ამ კვირაში მრავალფეროვანი ეროტიკული თავგადასავალი გელოდებათ. პარტნიორი განსაკუთრებით იაქტიურებს და საშუალებას მოგცემთ თქვენი ფანტაზიები გაშალოთ და გამოამჟღავნოთ. შესაძლოა ისეთ თემებზე ისაუბროთ, რაც ტაბუდადებული იყო თქვენთვის. ნუ მოგერიდებათ, გათავისუფლდით. ყველაზე მეტად გულწრფელობა გჭირდებათ.
ლომი
ეს კვირა სერიოზული გადაწყვეტილებების მისაღებად გამოიყენეთ. შუა კვირაში პარტნიორთან ერთად მნიშვნელოვან ნაბიჯს გადადგამთ. შესაძლებელია, ბავშვის ყოლაზეც დაფიქრდეთ. ხოლო თუ მარტო ხართ და სიყვარულს ეძებთ, დიდი შანსია პაემანზე წახვიდეთ.
ქალწული
თქვენი პირადი ცხოვრება და სამსახური მჭიდროდ გადაიხლართება ერთმანეთში. ეს რამდენიმე მიზეზით არის განპირობებული. გამომდინარე იქიდან, რომ შორიდან ცქერა და თვალთვალი მოგბეზრდათ, შესაძლოა, ამ კვირაში სამსახურეობრივ რომანს ფორმა მისცეთ და თანამშრომელი, რომელიც მოგწონთ პაემანზე დაპატიჟოთ.
სასწორი
ეს კვირა სასწორებისთვის სასიყვარულო კუთხით წარმატებული იქნება. ექსპერიმენტებისა და სიახლის ხასიათზე ხართ, რაც ბევრ სიგიჟეს ჩაგადენინებთ. თუ მარტო ხართ, ოთხშაბათიდან საინტერესო დღეები გელოდებათ. თავიდან ეს ურთიერთობა მეგობრობით დაიწყება თუმცა მალევე უფრო სერიოზულ სტადიაში გადაიზრდება.
მორიელი
თუ დიდი ხანია ერთად ხართ მაგრამ ერთად ცხოვრება ჯერ არ დაგიწყიათ, შესაძლოა ეს ნაბიჯი სწორედ ამ კვირაში გადადგათ. ხოლო თუ უკვე ერთად ცხოვრობთ, კრეატიულ პროექტზე დაიწყებთ მუშაობას. რაც შეეხება იმ მორიელის ნიშნით დაბადებულ ადამიანებს, რომლებიც ჯერ ისევ მარტო არიან, ურთიერთობის დაწყების შანსი კვირის ბოლოდან გექნებათ.
მშვილდოსანი
თქვენს ახალგაცნობილ ადამიანთან კომუნიკაციას კვირის დასაწყისიდან ლამაზად დაიწყებთ. მხიარული და ჰარმონიული დღეები და რომანტიკული ღამეები მასთან უფრო დაგაახლოებთ. კვირის ბოლოს, ცოტა ნაადრევად სიყვარულშიც გამოუტყდებით. რეკომენდებულია არ აჩქარდეთ და სანამ რამეს იტყვით, დაფიქრდეთ.
თხის რქა
თხის რქებისთვის ეს კვირა იმედგაცრუებების მომტანი იქნება. თქვენს ამბიციებსა და მიზნებს რაღაც აბრკოლებს. მიუხედავად ამისა, დრო რომანტიკას და პირად ცხოვრებას არ მოაკლოთ. თუ უკვე გყავთ პარტნიორი, აუხსენით რომ ეს კვირა მოთმინებით მოეკიდოს თქვენს მდგომარეობას. სასურველია რამდენიმე დღით განმარტოება.
მერწყული
წარმატებული კვირა გელოდებათ. ამ წარმატებას პირველ რიგში სასიყვარულო ცხოვრებაში დაინახავთ. თქვენი ურთიერთობა უფრო მაღალ საფეხურზე ავა. ამ ცვლილებას ბოლო პერიოდში, პარტნიორთან სწორმა კომუნიკაციამ შეუწყო ხელი. შედეგად, თავდაჯერებულობა კიდევ უფრო მოგემატებათ.
თევზები
ამ კვირაში გადაწყვეტთ თავი დააღწიოთ იმ ქაოსსა და გაურკვევლობას, რომელსაც გარშემომყოფები გიქმნიან. ფოკუსირდით მხოლოდ ერთმანეთზე და სიყვარულზე. სასურველია, რამდენიმე დღე ქალაქგარეთ გაატაროთ, ყველასგან მოშორებით. ასევე, სწორად დაალაგეთ პრიორიტეტები.