LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

4GB-ს მუსიკალურ ფესტივალზე ბილეთების გაყიდვა დაიწყო – ღონისძიების მხარდამჭერია საქართველოს ბანკი

446
საქართველოს ბანკი

23-25 მაისს, საგურამოში, კოსმოსურ ნაგებობათა ცენტრში რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური მუსიკალური ფესტივალი – 4GB გაიმართება. პროექტის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი.

ღონისძიებაზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა უკვე დაიწყო. მათი შეძენა ონლაინ, ვებგვერდზეა შესაძლებელი. საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით გადახდისას კი ბილეთებზე იმოქმედებს 15%-იანი ფასდაკლება.

Line Up-ის შესახებ ინფორმაცია მალე გახდება ცნობილი და მის ნახვას ვებგვერდზე შეძლებთ.

ფესტივალის შესახებ:

4GB რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მუსიკალური ღონისძიებაა, რომელიც საქართველოში 2011 წლიდან ტარდება. სამწლიანი პაუზის შემდეგ, რომელიც კოვიდის პანდემიითა და უკრაინაში მიმდინარე ომით იყო გამოწვეული, ფესტივალი 2023 წელს დაბრუნდა და კვლავ აგრძელებს მსმენელისთვის დაუვიწყარი ემოციებისა და ღირებულებების გაზიარებას.

(R)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები