მსახიობი კამერონ დიასი პაპარაცებმა ამჯერად ჰოლივუდში გადაიღეს, სადაც ის საშოპინგოდ იყო გასული. 49 წლის მსახიობი, რომელიც კინოდან რამდენიმე წლის წინ წავიდა, შავ სვიტერში, ელასტიკსა და ბოტასებში იყო გამოწყობილი, სახეს კი შავი პირბადე უფარავდა.
პროდუქტებით დატვირთულმა კამერონ დიასმა ერთ-ერთი სასურსათო მაღაზია დატოვა და მანქანისკენ გაეშურა. სწორედ ამ დროს გადაიღეს ის პაპარაცებმა.
საინტერესოა, რომ კინოდან წასული მსახიობი დიდ დროს შვილს უთმობს და ბოლო დროს აქტიურადაა გატაცებული კულინარიით.