LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

49 წლის ჯენეტ ჯექსონმა ტურნე ორსულობის გამო გადადო

79

ცნობილი ხდება, რომ ჯენეტ ჯექსონმა საკონცერტო ტურნე გაურკვეველი ვადით გადადო. მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ამის მიზეზი 49 წლის მომღერლის ორსულობაა. ჯექსონი და მისი ყატარელი მეუღლე ვის ალ-მანი დიდი ხანია ბავშვზე ოცნებობენ.

ტურნეს გადადების შესახებ ინფორმაცია ჯენეტ ჯექსონმა სოციალური ქსელით გაავრცელა: „კიდევ ერთხელ დიდი მადლობა თქვენი ერთგულებისა და სიყვარულისთვის. ჩვენ ამას ძალიან ვაფასებთ. მალე შევხვდებით“-წერს მომღერალი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები