ქუთაისში დროშის დაკიდების თემა ბოლო წლების განმავლობაში აქტუალურია.
ქუთაისში დროშის ვერდაკიდებას ჯერ კიდევ წლების წინ, “თავისუფალი საქართველოს” წევრი, გოგი წულაია აპროტესტებდა. ვიდეო ინტერნეტში ვირუსულად გავრცელდა:
“დროშა ვერ დაკიდენ ამ შობელძაღლებმა”, – ამბობდა მაშინ გოგი წულაია (ცოტა ხანში წულაიას დროშა საქართველოს მაშინდელმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პირადად ჩაუტანა და უთხრა, შენ დაკიდეო).
მერე იყო ბევრი უშედეგო მცდელობა…
ეროვნული სიმბოლიკის დადგმა ხუთჯერ, სხვადასხვა მიზეზით ჩაიშალა. პირველად, მერიამ ტენდერი ისე გამოაცხადა, რომ დროშის დგარის მოსაწყობად, ნიადაგი არ შეუსწავლია.
შემდეგი ტენდერები კი ან შეწყდა, ან შერჩეულმა კომპანიამ სამუშაოების შესრულებაზე უარი ბოლო მომენტში თქვა.
ქუთაისის მერიამ მხოლოდ 2020 წლის 12 აგვისტოს მოახერხა დროშის დაკიდება. ეს დროშის დაკიდები მეექვსე მცდელობა იყო, რომელიც ბიუჯეტს 49 959 ლარი დაუჯდა.
დღეს კი ცნობილი ხდება, რომ ქუთაისში ამდენი წვალების შემდეგ აღმართული დროშა ქარმა წაიღო.