LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

48 წლის ჯარედ ლეტო „გუჩის“ ტანისამოსში პოზირებს

190
safe-image

48 წლის მომღერლისა და მსახიობის, ჯარედ ლეტოს გარდერობში ჭრელი ფერები, გეომეტრიული ფიგურები და მრავალფეროვანი პრინტი სჭარბობს. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჯგუფ, The Thirty Seconds to Mars-ის ფრონტმენი ერთ-ერთი ყველაზე არაორდინალური ჩაცმულობის სტილის ვარსკვლავია.

სულ ცოტა ხნის წინ, ლეტომ „ინსტაგრმაზე“ ფოტოების სერია გაავრცელა, სადაც ის თოხით პოზირებს. არტისტი თავიდან ფეხებამდე „გუჩის“ ტანისამოსშია გამოწყობილი.

 „#Gucci“, – ასე დაასათაურა ვარსკვლავმა ფოტო, რომელსაც ინტერნეტში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

„შეუდარებელი ხარ ჯარედ“, „საოცარ ფორმაში ხარ“, „ხელში რა გიჭირავს?“, – წერენ გამომწერები.

აღსანიშნავია, რომ  მას შემდეგ, რაც ვარსკვლავი „გუჩის“ სახე გახდა, მისი „ლუქები“ უფრო და უფრო მრავალფეროვანი და ეპატაჟურია.

ფოტო: ჯარედ ლეტოს ფერადი ლუქები

ჯარედ ლეტო დაგვპირდა,  რომ თუკი ჯგუფის 30 Seconds to Mars ალბომი America ჩარტების სათავეში მოექცევა, ის თავის ლეგენდარულ წვერს გაიპარსავს

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები