თბილისში, ბოკერიას კლინიკაში კორონავირუსით ქალი გარდაიცვალა, რომელმაც რამდენიმე კვირის წინ ტყუპები გააჩინა.
როგორც „ფორტუნას“ ბოკერიას კლინიკაში განუცხადეს, 47 წლის ქალი გუშინ გარდაიცვალა.
„ქალს საკეისრო კვეთა ქუთაისში ჩაუტარდა. დაახლოებით ორი კვირის წინ გადმოიყვანეს ბოკერიას კლინიკაში. ამ დროის განმავლობაში რეანიმაციაში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. გუშინ ღამით გარდაიცვალა“,- აღნიშნავენ კლინიკაში.