LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

45 წლის მარიონ კოტიარი „ჰარპერ ბაზარის“ ახალ ფოტოსესიაში შეუდარებელია

293
mariektr2011

მარიონ კოტიარმა ,,ჰარპერ ბაზარის” ახალ ფოტოსესიაში მიიღო მონაწილეობა. ფოტოები პარიზში, სასტუმრო „კრილონში“ გადაიღეს. 45 წლის ოსკაროსანი მსახიობი ბრწყინავდა სხვადასხვა ბრენდისა და სტილის სამოსში. მან აქცენტი კლასიკური სტილის კოსტიუმებსა და კაბებზე გააკეთა და სასტუმროს მდიდრული ინტერიერის სხვადასხვა წერტილში იპოზიორა. გარეკანზე მარიონ კოტიარი თეთრი მაისურში გამოჩნდა, ცნობილი გამოცემის სხვა ფურცლებზე კი შავი და თეთრი ფერის ულამაზეს სამოსს ირგებს.

ცოტა ხნის წინ მსახიობი „შანელის“ ახალი სარეკლამო რგოლის სახე გახდა. რაც შეეხება „ჰარპერ ბაზარის“ ახალ ფოტოსესიას, მას სრულად სავარაუდოდ, ახალ ნომერში ვიხილავთ.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები