45 წლიანი ქორწინების დასრულების შემდეგ, მერილ სტრიპი კვლავ შეყვარებულია. მედიის ცნობით, ის თავის კოლეგას, მარტინ შორტს ხვდება. აღნიშნული ინფორმაცია მას შემდეგ გავრცელდა, რაც სტრიპი და შორტი „ოქროს გლობუსის“ წვეულებაზე ერთად გადაიღეს. ისინი ერთ მაგიდასთან ისხდნენ და ერთმანეთს გვერდიდან არ შორდებოდნენ.
მიუხედავად იმისა, რომ მარტინმა უარყო ჭორები და განაცხადა, რომ მათ უბრალოდ ახლო მეგობრობა აკავშირებთ, ინსაიდერები აცხადებენ, რომ ისინი უბრალოდ მალავენ რომანტიკულ კავშირს.
ცნობისთვის, მერილი და მარტინი სერიალში, „მკვლელობა ერთ შენობაში“ იღებენ მონაწილეობას.
ცნობისთვის, 74 წლის მერილ სტრიპი და 76 დომ ჰამერი, 45 წლიანი ქორწინების შემდეგ, ერთმანეთს დაშორდნენ. ექს-წყვილმა, განქორწინების მიუხედავად, ქორწინების 45 წლის იუბილე მაინც აღნიშნა. ლეგენდარული მსახიობი საქორწინო ბეჭდის ტარებასაც არ წყვეტს. ამ დრომდე უცნობი რჩება მათი განშორების მიზეზი.
განქორწინების მიუხედავად, მერილ სტრიპმა და დომ ჰამერმა ქორწინების 45 წლის იუბილე მაინც აღნიშნეს