Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
44 გამოჯანმრთელებულიდან ნახევარზე მეტი ავღანეთიდან ჩამოყვანილი სამხედროები არიან: ეზუგბაია – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

44 გამოჯანმრთელებულიდან ნახევარზე მეტი ავღანეთიდან ჩამოყვანილი სამხედროები არიან: ეზუგბაია

146
BeFunky-collage (3)

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის განცხადებით, საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი შემთხვევებიდან  2-ის წყარო გაჩიანია, 9 დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი, 3 კი იმპორტირებულია. მარინა ეზუგბაიას განმარტებით, ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა კოვიდ ცენტრებში განთავსებული 194 პაციენტიდან, 8 ინფიცირებულის მდგომარეობა კრიტიკულია, 14 პაციენტი კი მძიმედ ფასდება.

“დღეს გამოვლენილი კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევიდან 2-ის წყარო გაჩიანია, 9 დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია, 3 კი იმპორტირებული შემთხვევაა, რომელთაგან ორი სატვირთო ავტომობილის მძღოლია. ამასთან, გამოჯანმრთელებულების რიცხვი 44-ით გაიზარდა და მათგან უმრავლესობა ავღანეთიდან ჩამოყვანილი სამხედროა. დღევანდელი მონაცემებით კოვიდ-ცენტრებში 194 პაციენტი მკურნალობს. მათგან 8 გახლავთ კრიტიკული, 14 მძიმე პაციენტია, დანარჩენი კი საშუალო სიმძიმისაა”- განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 44 ადამიანი

ეზუგბაიას თქმით, ინფექციურ საავადმყოფოში სამი პაციენტი გამოჯანმრთელდა, გასულ დღე-ღამეში კი ინფიცირებული 9 პაციენტი შეემატათ. კლინიკის სამედიცინო ხელმძღვანელის განცხადებით, ახალი პაციენტებიდან ერთი სასაზღვრო ზონიდან კონტაქტირებული,  ხოლო დანარჩენი 8, მესტიის მუნიციპალიტეტის კლასტერია.