სამართალდამცველებმა მარნეულში 43 წლის მამაკაცი დააკავეს, რომელმაც ცოლად შერთვის მიზნით 23 წლის გოგო მოიტაცა. ინფორმაციას შსს-ში ადასტურებენ და აცხადებენ, რომ დანაშაული აღკვეთილია, ბრალდებულს კი 7-დან 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
უწყების ინფორმაციით, დაკავებულია 1977 წელს დაბადებული ა.ფ., 2000 წელს დაბადებული ი.მ და 2002 წელს დაბადებული ი.ი., რომლებმაც წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთა მოახდინეს.
,,გამოძიებით დადგინდა, რომ 43 წლის მამაკაცმა მარნეულის მუნიციპალიტეტში, ორ თანამზრახველთან ერთად, ქორწინების მიზნით, 1997 წელს დაბადებულ ა.მ.-ს თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს” – განმარტავენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.
https://www.facebook.com/MIAofGeorgia/videos/734302127327952/?__tn__=kC-R&eid=ARCd_9hL6_cODDX3RpMDa_0f-2-6F3ENcKNpq8rU–6To756w3CvzojJZ2JMfgR6sMhL-5VD12J7V7sg&hc_ref=ARSC-vzV8HS2vsGU9nwFJFvrlCJ3zTI5Ua7tiiIjgfETGlyrouDOZu–HeXIkGdOcrk&fref=nf&__xts__[0]=68.ARALU19CgFT262_Uy046CZfieiVktfM_87YThal53OdX6l6NBi4gPcQINaMDqsWNuojr77wVpDiqB6EJu8UkzcrIfX2seopRo3YxEyWGvivYyEcXELKVmH_IqC5lpo5sEYLwUKMdk6-Ux18Ckt1rI0BYL4f65__MfyKaSwVX5R2AZ9iUrChhilGpjFOL28mwi-esR6RNiPifVagZI5-saFczXlDywsYG7IylSZRUk0f7OUDvRDxhnYCqc0NZR15t6trVwwnZvaaC-cp8zHsHsmcjP7b4YGB2xeHTTIPHdZ_ke8jRqZo09E93D9yzZ0E7Yq00Kf5H9AAkKx7s3vsMzlYYQ1Wga6EBMs-hDuPsWCGVcjY8BnT-KGGByc56yKig