LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

43 მატჩი: ყველაზე ბევრჯერ გოლდენ სტეიტს აჩვენებენ

18

ეროვნულმა საკალათბურთო ასოციაციამ 2017-18 წლების რეგულარული სეზონის სრული კალენდარი გამოაქვეყნა. ცნობილი გახდა ამერიკის შეერთებული შტატების ნაციონალური ტელევიზიით თითოეული გუნდის თამაშების ჩვენების რაოდენობა.

ამ მხრივ, ლიდერი გახდა მოქმედი ჩემპიონი “გოლდენ სტეიტი” – პირდაპირი ეთერით ამ გუნდის 43 მატჩის ტრანსლირება მოხდება.

მეორე ადგილზეა “ჰიუსტონი” – 40 რეპორტაჟი.

ბოლო სამი სეზონის ფინალისტი “კლივლენდი” აღნიშნულ სიაში მესამე ადგილზეა – 39 ჩვენება.

ეროვნული ტელევიზიით ყველაზე ნაკლები ჩვენება ექნებათ “ატლანტასა” და “ბრუკლინს” – ორ-ორი.

საინტერესოა კიდევ ერთი სიახლე – ლიგამ პირველად დაყო რეგულარული ჩემპიონატის კალენდარი კვირებად – პირველიდან 26-ის ჩათვლით. ამგვარი სიახლე მოწოდებულია გულშემატკივრების დასახმარებლად – უკეთ ადევნონ თვალი რეგულარულ ჩემპიონატს. ყოველი სათამაშო კვირა ორშაბათს დაიწყება და კვირას დასრულდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები