LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

42 წლის ქეით ჰადსონი შეყვარებულზე თხოვდება, რომელსაც 4 წელია ხვდება

410
katehaston

42 წლის ქეით ჰადსონი 35 წლის დენი ფუჯიკავაზე დაინიშნა. ინფორმაცია მსახიობმა „ინსტაგრამის“ საშუალებით გაავრცელა, მან მთის მწვერვალზე გადაღებული რომანტიკული ფოტო გააზიარა, სადაც ნიშნობის ბეჭდით პოზირებს.

ცნობისთვის, ქეთ ჰადსონისთვის ეს მეორე ქორწინება იქნება. მისი პირველი ქმარი მუსიკოსი, კრის რობინსონი იყო, რომლისგანაც მსახიობს 17 წლის ვაჟი ჰყავს. ის ასევე 10 წლის ვაჟს მუსიკოს, მეთიუ ბელამისგან ზრდის. რაც შეეხება ახლანდელ რჩეულს, დენი ფუჯიკავას, მას ქეითი 4 წელია ხვდება. წყვილს 3 წლის ქალიშვილი ჰყავს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები