ევა მენდესი დედა მეორედ სულ რაღაც ოთხი თვის წინ გახდა, თუმცა კარიერაზე ზრუნვა არ ავიწყდება – მსახიობი სამოსის საკუთარი ხაზის პრეზენტაციაზე გამოჩნდა, რომელიც New York & Company-სთვის შექმნა.
ღონისძიებისთვის მენდესმა მოკლე კაბა შეარჩია, რომელიც მის ფიგურას უსვამდა ხაზს. მსახიობი იმდენად მომხიბვლელი იყო, რომ მისი კოლექციისთვის ჟურნალისტებს ყურადღება დიდად არც მიუქცევიათ.
ევა მენდესი დედა მეორედ გაზაფხულზე გახდა, მას და რაიან გოსლინგს გოგონა შეეძინათ.