დიდი ოდენობით სხვისი ქონების მოტყუებით დაუფლების მცდელობის ფაქტზე, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ერთი პირი დააკავეს.
უწყების ინფორმაციით, ბრალდებულმა სხვა პირების დახმარებით, უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე რიცხული, სოფელ წავკისში მდებარე 4 412 100 ლარის ღირებულების 39 932.00 მ2 მიწის ნაკვეთის მოტყუებით დაუფლების მიზნით სცადა თითქოსდა იტალიის ქ. გენუაში გაცემული, იტალიურ ენაზე შედგენილი ყალბი მინდობილობის გამოყენება.
“ბრალდებულის მიერ მოძიებული იქნა ზემოაღნიშნული მიწის ნაკვეთის 130 000 აშშ დოლარად შემძენი პირი, რომლის რეალიზაციის მცდელობისას მოხდა მისი დაკავება”, – წერია ინფორმაციაში.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის მე-19, 180-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.
როგორც უწყებაში აცხადებენ, აღნიშნული დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილე სხვა პირების დადგენა-მხილების მიზნით შესაბამისი ღონისძიებები ტარდება.