LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

41 წლის ლეონარდო დიკაპრიო 24 წლის მოდელზეა შეყვარებული

50

41 წლის ლეონარდო დიკაპრიო კვლავ შეყვარებულია, მისი გულის მოგება 24 წლის ბრიტანელმა ქერა მოდელმა, როქსი ჰორნერმა შეძლო.

ტაბლოიდებს ინფორმაცია ლეოსთან დაახლოებულმა ინფორმატორებმა აცნობეს. დიკაპრიოსა და ჰორნერის ურთიერთობა სულ უფრო სერიოზულ სახეს იღებს. ოსკაროსანი მსახიობი მოდელის სანახავად აშშ-დან ლონდონში უკვე რამდენჯერმე ჩაფრინდა. წყვილი ერთად ნახეს რესტორნებში, ქალაქის საუკეთესო თამის კლუბებში…

ლეონარდომ და როქსიმ ერთმანეთი რამდენიმე წლის წინ, საერთო მეგობრების წრეში გაიცნეს, თუმცა იმ პერიოდში მოდელი ბრიტანელ ტელევარსკვლავთან, ჯონ ესექსთან ერთად იყო.

რა გაგრძელება ექნება ლეოს ახალ რომანს, ძნელად სათქმელია, რადგან ოსკაროსანი მსახიობი ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე უამრავ მოდელს ხვდებოდა, მათ შორის – ჟიზელ ბიუნდხენს, ბარ რაფაელს, ტონი გარნის, კელი რორბახს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები