41 წლის ლეონარდო დიკაპრიოსა და 24 წლის მოდელის, ნინა აგდალის რომანი სულ უფრო სერიოზულ სახეს იღებს, წყვილი ამჟამად მეგობრებთან ერთად ბაჰამის კუნძულებზე ისვენებს.
იმის მიუხედავად, რომ დიკაპრიო და აგდალი სასიყვარულო ურთიერთობას უარყოფენ, შვებულებას კუნძულზე Over Yonder Cay ერთად ატარებენ, კუნძულზე სახლების ქირის ღირებულება დღე-ღამეში 75 ათასი დოლარია.
იმის გამო, რომ კუნძული კერძო საკუთრებაა, პაპარაცებმა ლეოსთან ახლოს მისვლა ვერ შეძლეს. თუმცა, მათი მეგობრები დასვენებისას გადაღებულ ფოტოებს „ინსტაგრამზე“ ათავსებენ, სადაც ლოკაციად სწორედ Over Yonder Cay არის მითითებული.