2020 წელს საქართველოში, წინა წელთან შედარებით, 34 ათასით ნაკლები ფრენა შესრულდა. შედეგად, Eurocontrol-ის უახლესი ანგარიშშის მიხედვით, 41 ევროპულ ქვეყანას შორის, საქართველოში საავიაციო ტრაფიკი ყველაზე მეტად შემცირდა.
როგორც “ავიანიუსი” იუწყება, ყველაზე მეტად დაზარალებულ ქვეყნებზე (საქართველო, ისრაელი, მაროკო) Eurocontrol-ი მიუთითებს, რომ მათთან საავიაციო ბაზრის „გამოცოცხლება“ ვერც ზაფხულის სეზონზე მოხდა.
Eurocontrol-ის ცნობითვე, ყველაზე ნაკლებად 2020 წელს ნორვეგია დაზარალდა, სადაც ფრენების რაოდენობამ 40%-ით დაიკლო.