LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

400-ზე მეტი პაციენტი არის რეანიმაციულ განყოფილებაში, ეს მაჩვენებელი ბოლო კვირებთან შედარებით გაზრდილია: გაბუნია მძიმე კოვიდპაციენტებზე

66
თამარ გაბუნია

“400-ზე მეტი პაციენტი არის რეანიმაციულ განყოფილებაში, ეს მაჩვენებელი ბოლო კვირებთან შედარებით გაზრდილია, ასევე საყურადღებოა ორსულების და ბავშვების შემთხვევების მართვა.” – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ჟურნალისტებთან ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებაზე საუბრის დროს განაცხადა.

როგორც თამარ გაბუნიამ აღნიშნა, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში გარკვეული სტაბილიზაციის ნიშნები ნამდვილად აღინიშნება, როგორც ახალი ინფექციის გამოვლენის, ასევე დადებითობის მაჩვენებლის შემცირების კუთხით.

გაბუნია ასევე გამოეხმაურა 15 წლის მოზარდის გარდაცვალების ფაქტს და თქვა, რომ მას მძიმე ფონური დაავადებები აღენიშნებოდა, რამაც მოზარდის მდგომარეობის დამძიმება განაპირობა.

მისივე თქმით, სხვა შემთხვევებში, ბავშვთა ასაკში კოვიდ-19-ის შემთხვევების უდიდესი ნაწილი არის მსუბუქი და საშუალო მიმდინარეობის:

“ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში გარკვეული სტაბილიზაციის ნიშნები ნამდვილად აღინიშნება, როგორც ახალი ინფექციის გამოვლენის კუთხით, ასევე დადებითობის მაჩვენებლის შემცირების კუთხით. ტესტების ინტენსივობა მაქსიმალური რჩება. ჩვენთვის განსაკუთრებით საყურადღებოა მძიმე პაციენტები, 400-ზე მეტი პაციენტი არის რეანიმაციულ განყოფილებაში, ეს მაჩვენებელი ბოლო კვირებთან შედარებით გაზრდილია, ასევე საყურადღებოა ორსულების და ბავშვების შემთხვევების მართვა.

ძალიან სამწუხარო შემთხვევაა 15 წლის მოზარდის გარდაცვალება, რომელსაც მძიმე ფონური დაავადებები აღენიშნებოდა და ამან განაპირობა მდგომარეობის დამძიმება. სხვა შემთხვევებში, ბავშვთა ასაკში შემთხვევების უდიდესი ნაწილი არის მსუბუქი და საშუალო მიმდინარეობის. იმ ბავშვებს, ვისაც აქვთ გარკვეული ჯანმრთელობის პრობლემები, მათთვის კორონავირუსი არის განსაკუთრებული რისკი, როგორც ზრდასრული ადამიანებისთვის.” – თქვა გაბუნიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები