LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

400-მდე სხვადასხვა ვაკანსია აჭარაში – ბათუმში დასაქმების ფორუმი გაიმართება

299
resorts-162526silversea-luxury-cruises-port-batumi1

ბათუმში, პიაცას მოედანზე, 16 აპრილს ანუ ხვალ, 12:00 საათიდან 16:00 საათამდე, დასაქმების ფორუმი სახელწოდებით – „ახალი შესაძლებლობა თქვენი დასაქმებისთვის“ გაიმართება. 20-ზე მეტი კომპანია სამუშაოს მაძიებლებს 400-მდე სხვადასხვა სახის ვაკანსიას შესთავაზებს. სამუშაო ადგილები ძირითადად სასტუმრო ინდუსტრიის სფეროდანაა.

დასაქმების ფორუმის მიზანია აჭარის ა/რ მცხოვრები დასაქმების მსურველი მოქალაქეებისთვის დასაქმებისა და სტაჟირების ხელშეწყობა. მხარეებს ექნებათ შესაძლებლობა, მოიძიონ მათთვის სასურველი სამსახური, კომპანიებმა კი შეძლონ სასურველი ადამიანური რესურსის მოძიება.

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო მოუწოდებს ყველა სამუშაოს მაძიებელს დარეგისტრირდეს დასაქმების ელექტრონულ პორტალზე worknet.gov.ge. აღნიშნულ პორტალზე რეგისტრაციის შემთხვევაში მოქალაქეები მუდმივად მიიღებენ ინფორმაციას, მოკლეტექსტური შეტყობინენების სახით, შრომის ბაზარზე არსებული ვაკანსიების თაობაზე, დაგეგმილი დასაქმების ფორუმებისა და სხვა სერვისების შესახებ, რომლებიც მათ დასაქმებაში შეუწყობთ ხელს.

ღონისძიების შესახებ უფრო დეტალური ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ მიმართოთ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს https://www.facebook.com/worknet.gov.ge ან დაუკავშირდით ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზს – 1505.

დასაქმების ფორუმს სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების სააგენტოსთან ერთად გამართავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები