LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

400 ევროდან ზევით – რა ფასადაა შესაძლებელი ანუკი არეშიძის სამოსის შეძენა ცნობილ საიტზე

257

იტალიური „ვოგისა“ და ცნობილი საიტის, yoox. com-ის ერთობლივი პროექტი, რომელიც ახალი ნიჭიერი დიზაინერებისთვის ხელშეწყობას ისახავს მიზნად, ქართველი დიზაინერისთვის, ანუკი არეშიძისთვისაც იღბლიანი გამოდგა. ის პროექტის ერთ-ერთი რჩეულია და საკუთარი კოლექცია მილანში აქვს გამოფენილი, სხვა მონაწილეებთან ერთად, მისი სამოსი კი უკვე აღმოჩნდა yoox-com-ზე.

პროექტის აღწერაში წერია: „რა ჰქვიათ მსოფლიო მოდის ამომავალ ვარსკვლავებს, რომელთა შემოქმედებასაც ყურადღებით უნდა დავაკვირდეთ? იტალიური „ვოგი“ და yoox.com იმ პროექტის ფარგლებში, რომელიც ახალი ბრენდების მხარდაჭერასა და მათ პოპულარიზაციას ითვალისწინებს, 11 ახალგაზრდა დიზაინერი შეირჩა, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან. მათი კოლექციები ქალებისთვის, მამაკაცებისა და ბავშვებისთვის, ასევე დიზაინისთვის განკუთვნილი ნივთების ხაზი, გამოირჩევა თანამედროვე იდეებითა და პოპ-კულტურის ელემენტებითაა გაფორმებული“.

შემდეგ გვერდზე, როდესაც ქალის განყოფილებაში შეხვალთ, პირველივე სამი ნივთი სწორედ ანუკის ეკუთვნის. ვნახოთ, რა ფასადაა შესაძლებელი ცნობილი საიტიდან მისი სამოსის შეძენა – ნაცრისფერი სვიტერი: 425 ევრო, გრძელი ქვედაბოლო: 650 ევრო, პიჯაკი: 525 ევრო, ფეხსაცმელი: 350 ევრო. სხვათა შორის, ეს ის ფერადი ფეხსაცმელია, რომელიც ანუკის განსაკუთრებით მოუწონა ცნობილმა დიზაინერმა, ჯუზეპე ზანოტიმ. ის მის შოურუმს სტუმრობდა და სამოსთან ერთად, ფეხსაცმლის კოლექციითაც დაინტერესდა.

 

Screenshot_4

Screenshot_6

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები