უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მიერ დღეს, 7 სექტემბერს გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის იმ კერძო სამხედრო კომპანიებს, რომელთა დაქირავებული მებრძოლები უკრაინაში, დროებით დაპყრობილ ტერიტორიებზე მოქმედებენ, მნიშვნელოვანი დანაკარგი აქვთ.
კერძოს, გენშტაბის ცნობით, ხარკოვის ოლქის დასახლებულ პუნქტ ოლექსანდროვკაში კერძო სამხედრო კომპანიების ცალკეული ქვედანაყოფების პირადი შემადგენლობის 40%-ზე მეტი მოკლული, ან მძიმედ დაჭრილია.
აღსანიშნავია, რომ ბევრის იდენტიფიცირება ვერ ხერხდება და დაკარგულად ითვლებიან.
ცნობისთვის, რუსეთი უკრაინის არმიის წინააღმდეგ საბრძოლველად იყენებს კერძო სამხედრო კომპანიებს, ძირითადად, “ვაგნერს”.
რუსეთის ხელისუფლება ირწმუნება, რომ ვაგნერს კავშირი არ აქვს რუსეთის სახელმწიფოსთან, არ ფინანსდება მისგან და მისი კონტრაქტორები მხოლოდ და მხოლოდ ყოფილი სამხედროები არიან.
უკრაინული სარდლობის ცნობით, ხერსონის ოლქში რუსული ავიაგამანადგურებელი ჩამოაგდეს