ბრიტნი სპირსის ქორწილის ოფიციალური ფოტოები ცოტა ხნის წინ გავრცელდა. 40 წლის პოპის დედოფალი თავის რჩეულთან, სემ ასგარისთან ერთად ბრწყინავდა „ვერსაჩეს“ მიერ შექმნილ ულამაზეს თეთრ კაბაში, რომელსაც გრძელი შლეიფი ასრულებდა.
ხელის მოწერის ცერემონიალმა ულამაზესი ყვავილებით მორთულ სარიტუალო დარბაზში ჩაიარა, სადაც სტუმრებს შორის იმყოფებოდნენ დრიუ ბერიმორი, სელენა გომესი, მადონა და სხვები.
საქორწილო ცერემონიალის დასრულების შემდეგ, მეუღლეები გულშემატკივრებს აივნიდან მიესალმნენ.