ესპანეთის პოლიციამ ქართული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დააკავა. სამ პირს ბრალად ქალაქ სარაგოსაში 40-მდე სახლის გაქურდვა ედება. მათ შორის ერთი საქართველოს მოქალაქეა, ხოლო დანარჩენი ორი რუსეთის მოქალაქეები არიან.
ჩხრეკის შედეგად პოლიციამ ათასამდე ძვირფასი ნაკეთობა და 9,000 ევრო ამოიღო. დაკავებულებს ასევე ბრალად ედებათ საბუთების გაყალბება, ვინაიდან ისინი ესპანეთში ისრაელი სტუდენტების ყალბი საბუთებით ჩავიდნენ.
პოლიციის ინფორმაციით, დაკავებულები ქართული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები არიან.
სასამართლომ დაკავებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.